დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 იანვარი
“ლაიფციგი” კრისტიენსენის შეძენაზე ფიქრობს
“ბილდის” ინფორმაციით, “ლაიფციგი” “ჩელსის” მცველის, ანდრეას კრისტიენსენის შეძენაზე ფიქრობს.
როგორც ცნობილია, დანიელ ფეხბურთელს ლონდონურ გუნდში დარჩენა აღარ სურს და შესაძლოა, ამან ტრანსფერზე დიდი გავლენა მოახდინოს.
“ლივერპული” კოუტინიოს შეძენას გამორიცხავს
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპული” ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც იცით, ბრაზილიელი ნახევარმცველი ახლა იჯარით მიუნხენის “ბაიერნში” იმყოფება, მისი სატრანსფერო უფლებები კი “ბარსელონას” ეკუთვნის.
“მანჩესტერ იუნაიტედი” კავანიზე ფიქრობს
“ტელეგრაფის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ედინსონ კავანითაა დაინტერესებული.
როგორც იცით, ურუგვაელ თავდამსხმელს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება სურს. მას ყველაზე მეტად მადრიდის “ატლეტიკოსთან” აკავშირებენ.
“მონაკო” მერტენსს ეპატიჟება
“მონაკომ” “ნაპოლის” თავდამსხმელს, დრის მერტენსს შეთავაზება გაუგზავნა. მონაკოელებს ბელგიელი ფეხბურთელის დამატება ივნისში სურთ.
მერტენსს “ნაპოლისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ის ახლა კლუბთან მოლაპარაკებების პროცესშია.