დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 ივნისი

თარიღი: ივნისი 24, 2017

ბაკაიოკომ “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს

Evening Standard-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მონაკოს” ვარსკვლავი, ბაკაიოკო ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას გაივლის.

გავრცელებული ინფორმაციის ცნობით, “არისტოკრატები” ბაკაიოკოს 5-წლიან კონტრაქტს, “მონაკოს” კი 35.1 მილიონ ფუნტს სთავაზობენ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ. ბაკაიოკოს მოსვლა კი, სავარაუდოდ ნემანია მატიჩის “მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლას ნიშნავს.


“პსჟ” აგუეროს ტრანსფერში 60 მილიონს იხდის

“პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებს სერხიო აგუეროს ტრანსფერის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Times ავრცელებს.

როგორც იცით, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ლიგა 1-ის გრანდი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს გუნდის გასაძლიერებლად და მომავალ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაც იბრძოლოს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” რენატუ სანჩესს უახლოვდება

The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები პორტუგალიელი ვარსკვლავის, რენატუ სანჩესის ტრანსფერს კიდევ ერტი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

როგორც იცით, ბავარიელებმა ახლახან დაიმატეს კორენტინ ტოლისო “ლიონიდან”, თანაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ, რაც დიდი ალბათობით, რენატუ სანჩესს სათამაშო დროს შეუმცირებს, პორტუგალიელს კი ეს ნამდვილად არ მოსწონს.

ჟოზე მოურინიო თანამემამულის დამატებას 23 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აპირებს.


ვერატი პარიზულ გრანდს ულტიმატუმს უყენებს

“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი კლუბის ხელმძღვანელებს ულტიმატუმს უყენებს – ის დიდ ტრანსფერებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდის დატოვებით იმუქრება.

“გადაწყვეტილი არაფერია, მინდა ვნახო, შეძლებს თუ არა “პსჟ” ძლიერი გუნდის შეკვრას. ისინი ყოველ წელს ერთსა და იმავეს გვპირდებიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს,” – აცხადებს “ბარსელონას” სამიზნე.


“არსენალი” ლაკაზეტის სანაცვლოდ 44 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ფრანგულ “ლიონთან” ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ადასტურებს.

ლონდონელები მზად არიან ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაუხადონ “ლიონს”.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გვარდიოლამ აგუეროსთან შეკამათებაზე კომენტარი გააკეთა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ “ტოტენჰემთან” მატჩის მიმდინარეობისას აგუეროსთან შელაპარაკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 აგვისტო

მესუთ იოზილი MLS-ში? Daily Star-ის ცნობით, “არსენალის” ნახევარმცველის, მესუთ იოზილის წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩავიდნენ, სადაც “დი...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეჟა ვუ: “სიტის” “ტოტენჰემთან” გამარჯვების გოლი გაუუქმეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “ტოტენჰემი...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუეროსა და გვარდიოლას შეკამათება “ტოტენჰემთან” მატჩში (ვიდეო)

17 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემს” შორის მიმდინარე მატჩის 66-ე წუთზე პეპ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” გასვლაზე “საუთჰემპტონი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვ

პრემიერ ლიგის მეორე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” გასვლაზე რალფ ჰაზენჰუტლის “საუთჰემპტონს” შეერკინა. შეხვედრა ძალიან დაძაბულ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება

ვადაზე ადრე გახდა ცნობილი, თუ ვის დაასახელებს უეფა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. როგორც ირკვევა, ევროპული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ლუის სუარესიც გამოაკლდა

“ბარსელონას” ლუის სუარესის სახით კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის პირველ ტურში ბილბაოს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” “დინამოდან” ახალგაზრდა ფეხბურთელი წაიყვანა

თბილისის “დინამოს” 19 წლის ნახევარმცველი, ბექა დარცმელია კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს. დარცმელია 2017 წლიდან ირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სად ვარ მე?” – გრიზმანმა ლაკაზეტი “ჰადერსფილდში” 23 მილიონა

საიდუმლო არავისთვისაა, რომ “ბარსელონას” ახალწვეული ანტუან გრიზმანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო თამაშის Football Manager-ის დიდი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟერარ პიკე: “სჯობს ახლა დავმარცხდეთ, ვიდრე სეზონის ბოლოს”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, “ატლეტიკთნ” გასვლაზე განცდილ მარცხთან დაკავშირებიტ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე: “კოუტინიოს წასვლა უნდოდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, გუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: კოუტინიო “ბაიერნში” ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნმა” და კატალონიის “ბარსელონამ” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, ამ ინფორმაციას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკმა” “ბარსელონა” არიც ადურისის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა (

16 აგვისტოს სტარტი აიღო ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებამ. ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკის დუბლმა “ბაიერნი” შინ “ჰერტასთან” მარცხს გადაარჩინა (ვ

16 ივლისს სტარტი აიღო გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის, ბუნდესლიგის, 2019/20 წლების გათამაშებამ. ჩემპიონატი ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა

16 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბილბაოს “ატლეტიკი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვ...
წაკითხვა