დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 მაისი

თარიღი: მაისი 24, 2017

“ბარსელონა” დეულოფეუს ევრო 2017-ის შემდეგ დაიბრუნებს

უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მერსესაიდული “ევერტონის” გარემარბი, ჟერარ დეულოფეუ მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.

როგორც ცნობილი ხდება, კატალონიურმა გრანდმა ინგლისელებთან ტრანსფერი უკვე შეათანხმა და 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს გადაიხდის.

Mundo Deportivo-ს ცნობით, დეულოფეუ, რომელმაც გასული სეზონი “მილანში” გაატარა, “კამპ ნოუზე” ევრო 2017-ის დასრულების შემდეგ გადაბარგდება.

კოკემ “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივა

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა კოკემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. წინა კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში იწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ კოკე მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილი გახლავთ. 25 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში ესპანური კლუბის ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 54 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

“რეალმა” “ფლამენგოს” 16 წლის თავდამსხმელში 45 მილიონი გადაიხადა

მადრიდის “რეალის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გულშემატკივრებს კიდევ ერთი ახალი ტრანსფერის შესახებ ამცნო.

ამჯერად, საქმე ბრაზილიური “ფლამენგოს” 16 წლის თავდამსხმელს ეხება, რომლის სახელი და გვარი ვინისიუს ჟუნიორი გახლავთ.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა ტრანსფერის ყველა პუნქტი შეათანხმეს. ვინისიუსი სრულწლოვანი 2018 წლის 12 ივლისს გახდება, თუმცა ეს უკანასკნელი “ფლამენგოში” 2019 წლამდე დარჩება.

რაც შეეხება ამ ტრანსფერის ფასს, “სამეფო კლუბი” ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდის.

მორატა “მილანში”?

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანი” ზაფხულში ალვარო მორატას შეძენას შეეცდება. “მარკას” ცნობით, თავდამსხმელს “როსონერის” ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს ჰპირდებიან, რაც მას “რეალში” ნამდვილად აკლია. “სამეფო კლუბი” 24 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ითხოვს.

ნაინგოლანისათვის “მილანი” და “ინტერი” იბრძოლებენ

Sky Sport Italia-ს ცნობით, “მილანი” და “ინტერი” “რომას” ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანისათვის იბრძოლებენ. ბელგიელმა ფეხბურთელმა “რომაში” შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გარდა იტალიური გრანდებისა, მისით სხვა ქვეყნის კლუბებიც დაინტერესდნენ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როდის გადაუხდის „დინამო ბათუმი“ სტიუარდებს ხელფასს – ზოგიერთს 3 წელია თანხა არ მიუღი

სააგენტო „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტიუარდები, რომლებიც ბათუმის ახალ სტადიონზე გამართული საფეხბურთო მატჩების დროს წესრიგსა და უსაფრთხოებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარაცხელია უკვე 25 მილიონი ფუნტი ღირს! “ზღარბი კვარა” – ქართველი

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” დებიუტს ეხმაურება. “ნაპოლი” ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელთა სასაფლაოდ იქცა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ტელეექსპერტად მუშაობს, “წითელი ეშმაკების” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კარაბინერებმა უკვე გამოიძიეს ეს დანაშაული? ეს ქურდობაა!” – ცნობილი იტალ

გუშინდელი მატჩის შემდეგ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. “რა შედევრმა უბიძგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ დასახელდა “ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშედ?

“ნაპოლიმ” “ვერონა” 2-5 გაანადგურა და მოგებაში დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საგოლე პასი (ვიდეო)

ხვიჩამ გოლს საგოლე პასიც მიუმატა. Serie A 🇮🇹 Gol de Napoli 3-2 Piotr Zielinski ⚽🇵🇱pic.twitter.com/YVqGnskeRA […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩ კვარაცხელიას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. Solo le tomó 37 minutos a Hirving Lozano […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპემ მესის მხარი გაჰკრა, ნეიმარს წაეჩხუბა (ვიდეო)

როგორც ჩანს, “პსჟ”-ს “სპორტული დირექტორი” კილიან მბაპე გუნდში კონტროლის აღებას ცდილობს და “მონპელიესთან” 5-2 მოგებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერი” რონალდოს გაგდებას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდიდან კრიშტიანო რონალდოს გაგდებას აპირებს. პრემიერ ლიგაში პირველი 2 წაგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ბათუმის “დინამოში”? გუნდი სრულიად იცვლება

გუშინ ბათუმის “დინამომ” ეროვნულ ლიგაში გორის “დილა” სტუმრად 0-1 დაამარცხა. შეხვედრა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, ბათუმელები ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა. “ყველაზე ძლიერებად ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის მორიგი ღირსეული საქციელი

საფეხბურთო აკადემიამ “უქიმერიონი თბილისი” განცხადება გაავრცელა. აკადემიას ბოლო დროს ფინანსური პრობლემები აქვს. “დღეს ჩვენს ინსტაგრამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად მიდის ზურიკო დავითაშვილი? ტრანსფერი ჩაიშალა!

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმთან” ზურიკო დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “თუ კარიმი წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, დაივიწყოს ეს ჯილდოR

“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მთავარი პრეტენდ...
წაკითხვა