დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (25 აგვისტო)
“ტოტენჰემმა” “ნაპოლი” უარით გაისტუმრა
Sky Sport Italia-ს ცნობით, “ნაპოლიმ” ლონდონის “ტოტენჰემს” ჰარი კეინის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა, თუმცა ინგლისელებმა იტალიელები უარით გაისტუმრა.
დრინქუოთერმა “ლესტერთან” გაახანგძლივა
26 წლის ნახევარმცველმა, დენი დრინქუოთერმა “ლესტერთან” კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგძლივა. ეს ინფორმაცია “ლესტერის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.
იოვეტიჩი “ფიორენტინაში” ბრუნდება?
დიდი ალბათობით, სტევან ოოვეტიჩი თავის ყოფილ კლუბ “ფიორენტინაში” დაბრუნდება. Gazzetta-ს ცნობით, “ინტერის” მთავარი მწვრთნელი მონტენეგროელ ფეხბურთელს ესაუბრა. როგორ ჩანს, იოვეტიჩს “ნერაძურიში” სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მოუწევს, ამიტომ მან წასვლა გადაწყვიტა.
“სიონი” ბალოტელისთან მოლაპარაკებებს ადასტურებს
“შემიძლია დავადასტურო, რომ ბალოტელის იჯარით დამატებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თუმცა, ამ ეტაპზე, რთული სათქმელია, როგორი შედეგით დასრულდება მოლაპარაკებების პროცესი”, – განაცხადა შვეიცარიული “სიონის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კრისტიან კონსტანტინმა.
“ლივერპული” ხამეს როდრიგესითაა დაინტერესბული, თუმცა…
Mundo Deportivo-ს ცნობით, იურგენ კლოპი მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველით, ხამეს როდრიგესითაა დაინტერესებული. თუმცა, დიდი ალბათობით, კოლუმბიელი ფეხბურთელი “სამეფო კლუბში” დარჩება.