დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 იანვარი
ფაბინიო: “მბაპეს შეძენა მწვრთნელისათვის თავის ტკივილი იქნება”
“ლივერპულის” ნახევარმცველმა, ფაბინიომ კილიან მბაპეს შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, მბაპეს “ლივერპულთან” ხშირად აკავშირებენ. ფაბინიოს ამ ახალგაზრდა თავდამსხმელთან ერთად “მონაკოში” უთამაშია.
“ამ მომენტისათვის ეს “ლივერპულის” მწვრთნელისათვის თავის ტკივილი იქნება, რადგან გუნდის შემტევი ტრიო ძალიან კარგია. თუმცა, ვიცი, რა დონის მოთამაშეა მბაპე, ის ახლაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომაც ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლია”, – ციტირებს ფაბინიოს სიტყვებს Goal.Com.
“ინტერმა” ჟირუსთან შეთანხმებას მიაღწია
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, “ინტერმა” “ჩელსის” თავდამსხმელ ოლივიე ჟირუსთან პირად დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია. როგორც ირკვევა, ფრანგი ფეხბურთელი “ინტერში” ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსი 1.5 მილიონი დაემატება.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მედისონზე ისევ ფიქრობს
Independent-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერის” შემტების, ჯეიმს მედისონის შეძენის იმედს ისევ არ კარგავს.
მანჩესტერელებს სურთ, რომ მედისონი ზაფხულში დაიმატონ, თუმცა “ლესტერი” მის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს.
რაიოლა: “იუვენტუსის” ფანებმა პოგბსა დაბრუნებაზე უნდა იოცნებონ”
პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა პრესასთან საუბირსას საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც “იუვეს” ფანებმა პოლის დაბრუნებაზე უნდა იოცნებონ.
“იუვენტუსის” ფანებმა პოლ პოგბას დაბრუნებაზე უნდა იოცნებონ, რადგანაც ასე თუ არ იქნება, მკვდარი ხარ. ჩემი საქმე ოცნება ნამდვილად არაა, ვმუშაობ იმისთვის, რომ კლიენტებს სწორი ნაბიჯის გადადგმაში დავეხმარო.
ახლა არ არის იმის დრო, რომ ვთქვა თუ სად გააგრძელებს ის კარიერას,” – აცხადებს რაიოლა.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილი გახლავთ. 2012 წელს ფრანგი ნახევარმცველი “იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც ოთხი სეზონის შემდეგ ვარსკვლავად ჩამოყალიბებულმა პოგბამ “ოლდ ტრაფორდზე” განიზრახა დაბრუნება.