დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 25 ივლისი
მესიმ ნეიმარი დაარწმუნა
ესპანური, საკმაოდ გავლენიანი გამოცემა Sport ირწმუნება, რომ ლეო მესიმ ლუის სუარესის დახმარებით ნეიმარის დარწმუნება მოახერხა და ის აღარ აპირებს “ბარსელონას” დატოვებას.
როგორც იცით, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთესი იმისთვის, რომ 222 მილიონიანი ტრანსფერი ჩაშლილიყო.
ბენზემასთვის “არსენალი” და “ლივერპული” იბრძვის
ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდიდან ალვარო მოტარას გაშვების შემდეგ, კარიმ ბენზემას გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიღო.
რაც შეეხება ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერით დაინტერესებულ პირებს, როგორც ცნობილი ხდება, კარიმ ბენზემას ტრანსფერზე ამ დროისთვის ორი ინგლისური კლუბი: ლონდონის არსენალი და მერსესაიდული “ლივერპული” მუშაობს.
უკმაყოფილო მარეზი “ლესტერში” რჩება
“ლესტერ სიტის” მიძინებული ვარსკვლავი, რიად მარეზი დიდი ალბათობით მომავალ სეზონსაც “კინგ პაუერ სტედიუმზე” გაატარებს, რადგანაც ჯერჯერობით არცერთი კლუბი არ აპირებს მის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას.
როგორც იცით, ალჟირელი ფეხბურთელის გადაბირებას აქამდე “არსენალისა” და “რომას” ხელმძღვანელები ცდილობდნენ, თუმცა მხარეებს ტრანსფერის ფასი არ მოეწონათ.
250 მილიონი ფუნტი კონტეს
ლონდონის “ჩელსიმ” ანტონიო კონტეს 250 მილიონი ფუნტი გამოუყო ოთხი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის: “საუთჰემპტონის” ვირჯილ ვან დეიკის, “იუვენტუსის” ალექს სანდროს, “ინტერის” ანტონიო კანდრევასა და “სუონსის” ფერნანდო ლორენტეს დამატებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აქამდე “არისტოკრატებმა” უკვე განახორციელეს ალვარო მორატას, ანტონიო რუდიგერისა და ბაკაიოკოს ტრანსფერები.
“სიტის” ფეხბურთელები გუნდიდან ნასრის მოკვეთას ითხოვენ
პეპ გვარდიოლამ სამირ ნასრი, რომლის ტრანსფერშიც კლუბმა 2011 წელს 24 მილიონი გადაიხადა, ამერიკული ტურნესთვის შედგენილ განაცხადში შეიყვანა, რამაც სხვა ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია.
“ქალაქელთა” ერთ-ერთი წევრი ასეთ განცხადებას აკეთებს: “გუნდის წევრებს არ ესმით რატომ არის ნასრი აქ. მისი ამპარტავნობის გამო ის ბევრს არ მოსწონს და ზოგიერთი ფეხბურთელი მის მანჩესტერში გაგზავნასაც მოითხოვს.”