დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 იანვარი
დე ლიგტი: “ბარსელონაში” თამაშს ყველა ისურვებდა
ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტანმა, მატეის დე ლიგტმა განაცხადა, რომ “ბარსელონაში” თამაშს ყველა ფეხბურთელი ისურვებდა.
“ბარსელონაში” თამაშს ყველა ფეხბურთელი ისურვებდა. ფრენკი დე იონგმა ამ კლუბში გადასვლის გადაყვეტილება მიიღო, მან ეს დაიმსახურა”, – ციტირებს დე ლიგტის სიტყვებს “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის მცველის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს.
ალეგრი ბენატიას წასვლას ადასტურებს
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ადასტურებს, რომ მეჰდი ბენატია კლუბს დატოვებს.
“ბენატიამ გვთხოვა, რომ მისთვის წასვლის ნება მიგვეცა. მან ეს გზა აირჩია. არ ღირს ისეთი მოთამაშის შენარჩუნება, რომელსაც წასვლა სურს”, – განაცხადა ალეგრიმ.
მილანური კლუბები კარასკოსთვის იბრძვიან
მილანური კლუბები ჩინური “დალია იფანგის” გარემარბის, იანიკ კარაკოს დამატებისათვის იბრძვიან. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” და “ინტერი” ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ კარასკომ “ატლეტიკო” გასულ წელს დატოვა და ჩინეთში გადაბარგდა.
გვარდიოლას დავიდ სილვას დარჩენა სურს
“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას დავიდ სილვას გუნდში დარჩენა სურს. ესპანელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ჯერ-ჯერობით უცნობია, შეთანხმდებიან თუ არა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე.
“დორტმუნდი” ჰუმელსის დაბრუნებას განიხილავს
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსია” “ბაიერნიდან” მატს ჰუმელსის დაბრუნების ვარიანტს განიხილავს.
“ბილდის” ცნობით, დორტმუნდელები აპირებენ, რომ ბავარიულ კლუბს წინადადებით მიმართონ.