დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 იანვარი
“მანჩესტერ იუნაიტედი” კავანის შეძენა ცდილობს
“მანჩესტერ იუნაიტედი” ედინსონ კავანის შეძენას ისევ ცდილობს. ყველასათვისაა ცნობილი, რომ ურუგვაელ თავდამსხმელს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, თავად ფეხბურთელს კი გუნდის დატოვება ზამთარშივე სურს.
55 მილიონი ბრუნო ფერნანდეშის სანაცვლოდ
ბრუნო ფერნანდეშის სატრანსფერო საგა გრძელდება. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლისაბონის “სპორტინგს” 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო შესთავაზა.
“ტოტენჰემს” ბეილი სურს
“ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ზამთარში გარეტ ბეილის შეძენა სურს. Daily Express-ის ცნობით, ლონდონურმა კლუბმა “რეალთან” მოლაპარაკებები თვის დასაწყისში დაიწყო.
გაბრიელ რამოსმა ბათუმის “დინამო” დატოვა
ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა ლეგიონერმა, გაბრიელ რამოსმა დატოვა. ეს ინფორმაცია კლუბმაც და ფეხბურთელმაც დაადასტურეს.
რამოსი “დინამოში” 2018 წელს გადავიდა. მან ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 4 გოლი გაიტანა.