დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 ივნისი

თარიღი: ივნისი 27, 2019

“რომამ” და “ინტერმა” შეთანხმებას მიაღწიეს

Sky Sport Italia-ს ცნობით, “ინტერმა” და “რომამ” ედინ ჯეკოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. “ინტერი” ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. ასევე, ამ ტრანსფერის ნაწილი იქნება მილანური კლუბის 18 წლის ფორვარდის ედოარდო ვერგანის რომაელთა რიგებში გადასვლა.

ბუფონი “იუვენტუსში” ბრუნდება?

არ არის გამორიცხული, ტურინის “იუვენტუსს” ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი დაუბრუნდეს.

იტალიელმა მეკარემ გასული სეზონის მიწურულს “პარი სენ-ჟერმენი” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. მისი შეძენა რამდენიმე კლუბს სურს.

“ბაიერნისთვის” სანეს ალტერნატივა დემბელეა

იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენის “ბაიერნი” ლეროი სანეს დამატებას ვერ შეძლებს, ბავარიული კლუბი უსმან დემბელეს ტრანსფერზე გადაერთვება.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის “დორტმუნდის” ღირსებას იცავდა.

ნეიმარის მამა პსჟ-სთან მოლაპარაკებებს მართავს

ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის მამა მისი ამჟამინდელი კლუბის, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს. როგორც იცით, ნეიმარს გუნდის დატოვება სურს. 27 წლის თავდამსხმელის შეძენა “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” სურთ.

დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ტოვებს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს დატოვებს.

33 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერულ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა (4), ასოციაციის თასი (2) და ლიგის თასი (4). ის “სიტიში” 2010 წელს გადავიდა და ამ დროის მანძილზე 395 მატჩის ჩატარება მოასწრო.

“ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება. ათი წელი საკმარისია, წასასვლელად იდეალური დროა. “სიტის” ხელმძღვანელობას ახალი, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, მაგრამ მე მხოლოდ ერთი წელს დავთანხმდი, რადგან მინდა ეს კლუბი 10 წლის თავზე დავტოვო”, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს “ბიბისი”.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მესი ბურთს არ კარგავს – რა გააკეთა არგენტინელმა “გრანადასთან” მატჩში (ვი

ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონასა” და “გრანადას” შორის მიმდინარე მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ლიონელ მესიმ საკუთარ სტილში იმოქმედ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სხვებისგან განსხვავებული – როგორი ავტომობილით გადაადგილდება ნგოლო კანტე ინგლისში? (ფ

ნგოლო კანტე ინგლისის პრემიერ ლიგაში 2015 წელს გამოჩნდა, როცა ის “ლესტერმა” ის ფრანგული “კანიდან” შეიძინა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი გაბედავა თბილისი-ბაქო-ყარსის სარკინიგზო ხაზზე

აზერბაიჯანულმა სპორტულმა გამოცემა Azerifootball-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “საბურთალოს” თავდამსხმელი გიორგი გაბედავა “საბაჰს&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რებიჩის გოლი 93-ე წუთზე – “მილანმა” “უდინეზე” ბოლო წამებში დ

19 იანვარს, იტალიის სერია A-ში “მილანი” საკუთარ მოედანზე “უდინეზეს” დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა. “როსონერიმ” გა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცქიტიშვილმა და კაცურანისმა ერთმანეთთან იჩხუბეს – დაძაბულობა ზამთრის თასზე (ვიდეო)

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ვეტერან ფეხბურთელებს შორის ტურნირი “ზამთრის თასი” მიმდინარეობს. ბ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქობულეთის “შუქურამ” 11 ფეხბურთელი დაიმატა

ქობულეთის “შუქურამ” გუშინ 11 ახალი ფეხბურთელი წარადგინა და მთავარი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნუნუ ეშპირიტუ: “ხელით თამაშის წესი უნდა შეიცვალოს”

“ვულვზის” მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ კიდევ ერთხელ ემხაურება წესებში სეზონის დაწყებამდე შესულ ცვლილებას, რომლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სარი: “მითია, რომ რონალდუსა და დიბალას ერთად თამაში არ შეუძლიათ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და პაულო დიბალა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მერსონი: “არსენალმა” არ უნდა იღელვოს, თუ ობამეიანგი წასვლას გადაწყვეტს”

“არსენალის” ყოფილი ვარსკვლავი პოლ მერსონი თვლის, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ არ უნდა იღელვოს, თუ პიერ-ემერიკ ობამეიანგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიოლი: “იბრაჰიმოვიჩი არა თილისმა, არამედ ღვთის საჩუქარია”

“მილანის” მთავარმა მწვრვთნელმა, სტეფანო პიოლიმ, პრესასთან საუბრისას გუნდის ახალწვეულ ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეაქო. შეგახსენებთ, რომ ამ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” რუმინეთის უიმედო აუტსაიდერთან დამარცხდა

თბილისის “დინამომ” თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილოსთან, “ვოლუნტართან” 1-3 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამგურალი” და “დინამო ბათუმი” – გუნდები საუკეთესო ტრანსფერე

ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა უცხოეთში გაედინება და ყახახეთში, ლატვიაში ან უკრაინაში მიდიან. საოცრად დასუსტდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 იანვარი

“ბენფიკას” მაკარიძე სურს უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის წამყვან კლუბებს გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰოლანდის ახალი მეგობარი გოგონა” – დორტმუნდის “ბორუსიას” პოს

18 იანვარს დორტმუნდის “ბორუსიაში” ერლინგ ჰოლანდის დებიუტი შედგა. 19 წლის თავდამსხმელი “აუგსბურგთან” მატჩში მოედანზე 56-ე [&hel...
წაკითხვა