დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 ივნისი

თარიღი: ივნისი 26, 2017

პაულინიო ადასტურებს

ჩინეთში მოთამაშე პაულინიომ განაცხადა, რომ მან “ბარსელონასაგან” შეთავაზება მიიღო, თუმცა ჯერ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ბარსელონას” მხრიდან შემოთავაზება იყო, მაგრამ ახლა ჩინეთში თავს კარგად ვგრძნობ, რაიმეს შეცვლა კი რთული იქნება. ყველაფერი უნდა გავითვალისწინო და ისე უნდა ვიმოქმედო”, – ამბობს ბრაზილიელი ნახევარმცველი.

ნიანგი “არსენალის” წინადადებას ელის

Calciomercato.com-ის ცნობით, “მილანის” თავდამსხმელი, მბაიე ნიანგი ლონდონის “არსენალის” წინადადებას ელის – ფრანგ ფეხბურთელს “მეთოფეთა” რიგებში ყოფნა ძალიან უნდა.

შეგახსენებთ, რომ “მილანი” ფეხბურთელის ტრანსფერზე “ევერტონს” შეუთანხმდა, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი ნიანგმა უნდა გააკეთოს.

რაიოლა: “ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “მილანს” შევხვდებით”

“მილანის” ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ სოციალურ ქსელ Twitter-ში თავის კლიენტთან დაკავშირებით მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “მილანს” შევხვდებით, ახლა ნაკრებია მნიშვნელოვანი”, – წერს რაიოლა.

“რეალი” მზადაა, ბეილიც გაყიდოს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მზად არიან, გარეტ ბეილიც გაყიდონ, რათა კილიან მბაპესთვის სივრცე შექმნან. ამ ინფორმაციას Telefoot-ი-ს რედაქცია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სპეციალურად ჩაფრინდა პარიზში, რათა მბაპეს ოჯახთან გაემართა მოლაპარაკებები და ტრანსფერის პირობები შეეთანხმებინა.

თუმცა, ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. იმ შემთხვევაში, თუ მბაპე “მონაკოს” “რეალში” გაცვლის, პერესი მზადაა გუნდის უელსელ ვარსკვლავს შეელიოს, რომლის ტრანსფერითაც “მანჩესტერ იუნაიტედია’ დაინტერესებული.

ხამესმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეათანხმა

Diario Gol-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის “რეალის”ფლეიმეიკერმა, ხამეს როდრიგესმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.

წყაროს ცნობით, ხამესს დაუყოვნებლივ სურს “სამეფო კლუბის” დატოვება და მზადაა ამის სანაცვლოდ ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს.

გეტყვით იმასაც, რომ ფლორენტინო პერესის მიერ 70 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “მილანიც” გამოთქვამს. “როსონერი” კოლუმბიელის არენდის წესით აყვანაზეც თანახმაა.

“მონაკო” მბაპეს ხელფასის ცხრაჯერ გაზრდას სთავაზობს

Le Journal du Dimance-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მონაკოს” ხელმძღვანელები მზად არიან, კილიან მბაპეს შესანარჩუნებლად საკუთარი ხაზინიდან საკმაოდ დიდი თანხა გაიღონ.

როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთის ჩემპიონები ახალგაზრდა ფრანგ შემტევს ხელფასის ცხრაჯერ გაზრდას სთავაზობენ, თუ ის ამ ზაფხულში კლუბს არ დატოვებს.

საქმე ისაა, რომ “რეალის”, “პარი სენ-ჟერმენისა” და “არსენალის” სამიზნე აქამდე კვირაში 18 000 ევროს იღებდა, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი მისი ხელფასი 162 000 ევრო იქნება შვიდ დღეში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“საბურთალომ” და “ტორპედომ” უკრაინელი ფეხბურთელები დაიმატეს

თბილისის “საბურთალომ” უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი, ოლექსანდრ ბელიაევი დაიმატა. ქუთაისის “ტორპედომ” უკრაინის ასაკობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა ზარანდია “ტობოლში” ითამაშებს

ბელგიური “ზულტე ვარეგემის” ფეხბურთელი ლუკა ზარანდია სეზონის ბოლომდე, იჯარით, ყაზახურ “ტობოლში” ითამაშებს. ქართველმა შემტევმა &...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა მანე პირველი ტაიმის შემდეგ

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდი: “ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა “პარი სენ-ჟერმენთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იც...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტსონი: “ატლეტიკომ” გამარჯვება ისე აღნიშნა, თითქოს ისინი მეოთხედფინალში გა

“ლივერპულის” მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” — “ლივერპული” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დორტმუნდი” — “პსჟ” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის “ბორუსიასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL! 1-0⚽️ @ErlingHaaland #BVBPSG pic.twitter.com/lSBTAw0bdj — Borussen ✍🏼 (@BorussenEdits) February 18, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” – “ლივერპული” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება. უკვე ცნობილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ პიერო: “სალაჰი უკვე ღმერთია – არა მხოლოდ ეგვიპტეში”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, “ლივერპულის” ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს შეაქო, რომელიც ინგლისში 2017 წლიდან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიგუ: “მბაპე “რეალისთვის” დიდებული შენაძენი იქნებოდა”

პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “მე თუ მეოთხე დონეზე ვარ, მაშინ სიმეონე მეთორმეტეზეა”

იურგენ კლოპი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წარმატებულობასთან ერთად თავისი ქარიზმატულობითაც გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ დიეგო სიმეონე მასზე […]...
წაკითხვა