დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 აგვისტო

თარიღი: აგვისტო 27, 2017

სანჩესი 400 000 ფუნტიან ხელფასს ითხოვს

ლონდონის “არსენალის” ჩილელი ლიდერი, ალექსის სანჩესი კლუბისგან 400 000-იან ხელფასს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს, რომლის გადაბირების სურვილსაც “მანჩესტერ სიტი” გამოთქვამს, მიმდინარე კონტრაქტი ზუსტად 12 თვის შემდეგ ეწურება.


“არსენალი” ასენსიო ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი კლუბისგან მარკო ასენსიოს ტრასნფერს ითხოვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sunday Epress ადასტურებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი 21 წლის მარკო ასენსიოს რეგულარულ სათამაშო დროს პირდება, რისი გარანტიც მას მადრიდულ გრანდში ნამდვილად არ აქვს.


“ბარსელონა” კოუტინიოს ტრანსფერში დარწმუნებულია

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები მერსესაიდის “ლივერპულის” ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერში დარწმუნებულები არიან.

როგორც იცით, “კამპ ნოუზე” თამაში თავად ბრაზილიელი ფეხბურთელის ოცნებასაც წარმოადგენს, თუმცა “ლივერპული” მისი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია.


“ევერტონი” “ჩელსისთვის” ვარდის წართმევას გეგმავს

მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელები “ლესტერ სიტის” 40-მილიონიანი შემტევის, ჯეიმი ვარდის დამატებას აპირებენ, რომლისთვისაც ლონდონის “ჩელსიც” იბრძვის. ამ ინფორმაციას Sunday Mirror-იც ადასტურებს.

დიდი ალბათობით, ვარდი არჩევანს “ევერტონზე” გააკეთებს, სადაც მას უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას პირდებიან.


კილიანი გუნდს დაუბრუნდა – მბაპეს ტრანსფერი ჩაიშალა?

ლიგა 1-ის ეგიდით, “მარსელის” წინააღმდეგ გასამართი მატჩამდე “მონაკოს” რიგებში გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან.

როგორც იცით, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა მბაპეს ლიგა 1-ის ბოლო ორ მატჩში თამაშის უფლება არ მისცა, რადგანაც ის თამაშისთვის 100 პროცენტით მზად არ იყო (ფსიქოლოგიურად), დღეს კი ის კვლავ დაბრუნდა განაცხადში.

18 წლის ფეხბურთელი “მარსელთან” გასამართი მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს უნდა შეუერთდეს, რაც მისი 150-მილიონიანი ტრანსფერის შანსებს ამცირებს.


მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა ლუკაკუმ “ლუდოგორეცს” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Romelu Lukaku has scored the funniest goal of the season. 😂pic.twitter.com/ibhcRBatR5 — Goal […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა “ბრიუგეს” მცველმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (ვიდეო

ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბრიუგეს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე ბრუნო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული აცილება ევროპის ლიგის მატჩში (ვიდეო)

26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ვულვზი” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. ორი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის სიტყვები დე ბრუინის გოლის შემდეგ

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადამა ტრაორე: “შემეძლო ბანდის წევრი გავმხდარიყავი და ნარკოტიკებით მევაჭრა”

“ვულვერჰემპტონის” ერთ-ერთი ვარსკვლავი, ადამა ტრაორე, პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მისი ცხოვრება სხვაგვარად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალდანო: “ელ კლასიკო” ხეიბრების ბრძოლასაა დამსგავსებული”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, პრესასთან მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” ისაუბრა. 64 წლის სპეციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის პრემიერლიგა საკუთარ დიდების დარბაზს ხსნის

ინგლისის პრემიერლიგა საკუთარ დიდების დარბაზს გახსნის. წესების თანახმად, პრემიერლიგის დიდების დარბაზში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდებიან, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემი საკუთარ კლუბში მესისა და რონალდუს მიწვევას აპირებს

“ინტერ მაიამის” მფლობელმა დევიდ ბექჰემმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოედანზე შეჭრილი ფანი და კრიშტიანო რონალდუ “ლიონთან” მატჩში (ვიდეო)

26 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და მეტოქე 1:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინი: “მატჩის დაწყებამდე, არ ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა”

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, კევინ დე ბრუინმა მადრიდის “რეალთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბელგიელი ნახევარმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ათი წუთით კონცენტრაცია დაგვაკლდა”

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” — “მანჩესტერ სიტი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონი” — “იუვენტუსი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ფრანგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ლიხტის დაზიანება “ლიონთან” მატჩში (ფოტო, ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონი” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსს” მასპინძლობს. შეხვედრის პირველ ნახევარში, ერთ-ერთ ეპი...
წაკითხვა