დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 იანვარი
ჰამშიკს ჩინეთში იწვევენ
“ნაპოლის” კაპიტანი, მარეკ ჰამშიკი, შესაძლოა, თებერვლის ბოლოს ჩინეთში გადაბარგდეს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკ ნახევარმცველს ჩინური კლუბები დიდ ხელფასს ჰპირდებიან.
“რეალი” აზარს არ ეშვება
ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” ედენ აზარის ტრანსფერთან დაკავშირებით მუშაობას არ წყვეტს.
გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” ახალი გუნდის აშენებას აზარის გარშემო აპირებს.
ასევე, “სამეფო კლუბს” კრისტიან ერიქსენის შეძენა სურს.
პერიშიჩისთვის “არსენალი” და “ატლეტიკო” იბრძვიან
Gazetta dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკო” და ლონდონის “არსენალი” მილანის “ინტერის” ფეხბურთელისათვის, ივან პერიშიჩისათვის იბრძვიან.
როგორც ცნობილია, “ინტერი” ხორვატი ფეხბურთელს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
დანი ალვეშს პსჟ-ში დარჩენა სურს
L’Equipe-ის ცნობით, დანი ალვეშს “პარი სენ-ჟერმენთან” ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი აქვს. ბრაზილიელ ფეხბურთელს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
დიდი ალბათობით, მხარეებს შორის შეთანხმება მალე შედგება.
დავიდ ლუისი “ჩელსისთან” კონტრაქტს გაახანგძლივებს
დავიდ ლუისი ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგძლივებასთან ძალიან ახლოსაა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი მცველი ახალ, 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.