დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 ივლისი
“ბარსელონა” მესის სამუდამო კონტრაქტს სთავაზობს
კატალონიის “ბარსელონა” მზადაა ლიონელ მესის სამუდამო კონტრაქტი შესთავაზოს.
არგენტინელ ვარსკვლავს კატალონიელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება, ამიტომ “ბარსელონა” ახალ შეთავაზებაზე მუშაობს.
სად ითამაშებს ანდრე სილვა?
ანდრე სილვას “მონაკოში” ტრანსფერი ჩაიშალა, ამიტომ “მილანი” მოლაპარაკებებს “ვულვზთან”, “მარსელთან” და “საუთჰემპტონთან” იწყებს.
“როსონერის” პორტუგალიელი თავდამსხმელის გაყიდვა სურს. მისი სავარაუდო ფასი 30 მილიონი ევროა.
“ინტერი” ლუკაკუს ალტერნატივად კავანის განიხილავს
იმ შემთხვევაში, თუ “ინტერი” ლუკაკუს შეძენას ვერ მოახერხებს, კლუბი ედინსონ კავანის ტრანსფერზე გადაერთვება.
“ინტერსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ჯერ ვერ შედგა.
“რეალში” დარწმუნებულები არიან, რომ პოგბას შეიძენენ
ESPN-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია იმაში, რომ კლუბი ამ ზაფხულს პოგბას შეძენას მოახერხებს.
მიუხედავად დიდი სატრანსფერო ფასის (180 მილიონი ევრო), დიდი შანსია, ტრანსფერი შედგეს.
“იუვენტუსის” უარი “ტოტენჰემს”
La Stampa-ს ცნობით, “ტოტენჰემმა” “იუვენტუსს” პაულო დიბალას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტურინელებმა ლონდონელები უარით გაისტუმრეს.
სავარაუდოდ, “ტოტენჰემი” “იუვეს” ახალი წინადადებით მიმართავს.