დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 ივლისი
“ლივერპულმა” ჰარვი ელიოტი შეიძინა
“ლივეპრულმა” ზაფხულის მეორე ტრანსფერი განახორციელა. მერსესაიდულმა კლუბმა “ფულჰემის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჰარვი ელიოტი შეიძინა.
ელიოტი 16 წლისაა და გასულ სეზონში ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც პრემიერ ლიგაში ითამაშა.
მოის კენი “ევერტონში”?
“ევერტონსა” და “იუვენტუსს” შორის მოის კენის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“იუვენტუსი” 19 წლის ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს ითხოვს.
“რომა” იგუაინის აგენტს ხვალ შეხვდება
იტალიური მედიის ცნობით, “რომას” წარმომადგენლები ხვალ გონსალო იგუაინის ძმასა და აგენტს შეხვდება.
“იუვენტუსს” არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვა სურს, ამისათვის კი მოლაპარაკებებს არაერთ კლუბთან აწარმოებს.
ნაინგოლანი “ინტერიდან” წასვლას დათანხმდა
რაჯა ნაინგოლანი მზადაა “ინტერი” მალე დატოვოს. ბელგიელი ნახევარმცველი “კალიარიში” დაბრუნებას ან ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე რომელიმე კლუბში გადასვლაზე ფიქრობს.
ცნობილია, რომ რაჯას “ინტერის” ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დალაგებული არ აქვს, ამიტომ მისი წასვლა ყველა მხარისთვის უკეთესი იქნება.
პოგბას “რეალში” გადასვლა გარდაუვალია
ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს, პოლ პოგბას ამ ზაფხულს აუცილებლად შეიძენს.
“სამეფო კლუბი” მზადაა ფრან ფეხბურთელში 200 მილიონ ევრომდე თანხა გადაიხადოს.