დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 ივნისი
“რეალი” ვან დე ბეკისთვის იბრძვის
მადრიდის “რეალსა” და ამსტერდამის “აიაქსს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დონი ვან დე ბეკის ტრანსფერის თაობაზე დასასრულს უახლოვდება.
როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, მხოლოდ სატრანსფერო ფასი დარჩა შესათანხმებელი – “აიაქი” ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერში 65 მილიონ ევროს ითხოვს, “რეალი” კი ფასის დაკლებაზე მუშაობს.
არსენ ვენგერი “ნიცაში”?
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, არსენ ვენგერმა უკვე გააფორმა კონტრაქტი “ნიცასთან”. ამის შესახებ ფრანგული მხარე ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთს 2018 წლის ზაფხულში ჩამოშორდა, როდესაც 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ლონდონის “არსენალი” დატოვა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ 85 მილიონს დახარჯავს
აარონ ვან ბისაკას ტრანსფერის (55 მილიონი ფუნტი) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ორი ინგლისელი ფეხბურთელის, ჯეიმს მედისონისა და შონ ლონგსტაფის ტრანსფერებზე გადაერთვნენ.
The Times-ის ცნობით, 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერში “ნიუკასლი” “წითელ ეშმაკუნებს” 25 მილიონ ფუნტს მოსთხოვს. შონმა მანჩესტერელთა მოწონება გასულ სეზონში ჩატარებულ პრემიერ ლიგის 9 მატჩში დაიმსახურა.
რაც შეეხება მედისონს, მისი ტრანსფერით “ტოტენჰემიც” გახლავთ დაინტერესებული. სულშერის თხოვნით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა “ლესტერს” ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
ფალკაოს ბექჰემის გუნდში სურს
“მონაკოს” კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, უკვე ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. The Sun-ის ინფორმაციით, ფალკაო კარიერის დასრულებას ამერიკულ ჩემპიონატში აპირებს.
ჩვენი ცნობით 33 წლის ფალკაო კარიერას უახლოეს მომავალში დევიდ ბექჰემის “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს – 2020 წლის დასაწყისში ის ბექჰემის გუნდთან ერთად შეაბიჯებს ამერიკის უმაღლეს დივიზიონში.
“რეალი” ედეგორს ანათხოვრებს
მადრიდის “რეალის” ნორვეგიელი ფლეიმეიკერი, მარტინ ედეგორი, კიდევ ორი სეზონის მანძილზე იქნება განათხოვრებული. ამ ინფრომაციას As ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, 21 წლის ედეგორს არჩევანის გაკეთება “ბაიერ ლევერკუზენსა” და “რეალ სოსიედადს” შორის მოუწევს. შეგახსენებთ, რომ აქამდე ედეგორი “ვიტესში” თამაშობდა არენდის წესით.