დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 ივნისი

თარიღი: ივნისი 29, 2019

“რეალი” ვან დე ბეკისთვის იბრძვის

მადრიდის “რეალსა” და ამსტერდამის “აიაქსს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დონი ვან დე ბეკის ტრანსფერის თაობაზე დასასრულს უახლოვდება.

როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, მხოლოდ სატრანსფერო ფასი დარჩა შესათანხმებელი – “აიაქი” ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერში 65 მილიონ ევროს ითხოვს, “რეალი” კი ფასის დაკლებაზე მუშაობს.

არსენ ვენგერი “ნიცაში”?

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, არსენ ვენგერმა უკვე გააფორმა კონტრაქტი “ნიცასთან”. ამის შესახებ ფრანგული მხარე ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთს 2018 წლის ზაფხულში ჩამოშორდა, როდესაც 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ლონდონის “არსენალი” დატოვა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ 85 მილიონს დახარჯავს

აარონ ვან ბისაკას ტრანსფერის (55 მილიონი ფუნტი) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ორი ინგლისელი ფეხბურთელის, ჯეიმს მედისონისა და შონ ლონგსტაფის ტრანსფერებზე გადაერთვნენ.

The Times-ის ცნობით, 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერში “ნიუკასლი” “წითელ ეშმაკუნებს” 25 მილიონ ფუნტს მოსთხოვს. შონმა მანჩესტერელთა მოწონება გასულ სეზონში ჩატარებულ პრემიერ ლიგის 9 მატჩში დაიმსახურა.

რაც შეეხება მედისონს, მისი ტრანსფერით “ტოტენჰემიც” გახლავთ დაინტერესებული. სულშერის თხოვნით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა “ლესტერს” ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ფალკაოს ბექჰემის გუნდში სურს

“მონაკოს” კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, უკვე ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. The Sun-ის ინფორმაციით, ფალკაო კარიერის დასრულებას ამერიკულ ჩემპიონატში აპირებს.

ჩვენი ცნობით 33 წლის ფალკაო კარიერას უახლოეს მომავალში დევიდ ბექჰემის “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს – 2020 წლის დასაწყისში ის ბექჰემის გუნდთან ერთად შეაბიჯებს ამერიკის უმაღლეს დივიზიონში.

“რეალი” ედეგორს ანათხოვრებს

მადრიდის “რეალის” ნორვეგიელი ფლეიმეიკერი, მარტინ ედეგორი, კიდევ ორი სეზონის მანძილზე იქნება განათხოვრებული. ამ ინფრომაციას As ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 21 წლის ედეგორს არჩევანის გაკეთება “ბაიერ ლევერკუზენსა” და “რეალ სოსიედადს” შორის მოუწევს. შეგახსენებთ, რომ აქამდე ედეგორი “ვიტესში” თამაშობდა არენდის წესით.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბაიერნმა” ბოატენგის გაყიდვა გადაწყვიტა, მსურველი არ ჩანს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა ჟერომ ბოატენგის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Bild ადასტურებს. რა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბრანისლავ ივანოვიჩი პრემიერ ლიგაში ბრუნდება

ლონდონის “ჩელსის” ექს-კაპიტანი, ბრანისლავ ივანოვიჩი, რომელმაც კარიერის გარკვეული ნაწილი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” გაატარა, ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” ზიდანს, პოჩეტინოს და კიდევ სამ მწვრთნელს დაუკავშირდა

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ირწმუნება, რომ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს მაურიციო სარის გაშვება აქვთ გადაწყვეტილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “კასილასი ისტორიული მეკარე”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ იკერ კასილასის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, იკერმა გუშინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 აგვისტო

რონალდუს “პარი სენ-ჟერმენში” უნდოდა გადასვლა გავლენიანი გამოცემა France Football ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტურინის “...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანიაში ფანებს ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას აუკრძალავენ

ელიტარული გერმანული საფეხბურთო კლუბების შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ცხადყვეს, რომ ფანები საფეხბურთო კულტურის შემადგენელი ერთ-ერთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა კონტრაქტი “ადიდასთან” გააფორმა, “ლივერპულის” სპონსორი ̶

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, სასპონსორო ტიპის ხელშეკრულება გააფორმა “ადიდასთან”. ამ ამბავს კიდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება ჩირო იმობილეს მეუღლე (ფოტო)

იტალიის სერია A-ს გასული სეზონის ბომბარდირის, ჩირო იმობილეს რჩეული იტალიელი მოდელი ჯესიკა მელენაა. მათ ერთმანეთი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა

იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, პაულო დიბალა დასახელდა. არგენტინელმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკერ კასილასმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა

მადრიდის “რეალისა” და “პორტუს” ყოფილმა კიპერმა იკერ კასილასმა მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ფეხბურთიდან ესპანელი მეკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ დე ხეას რეაქცია, როცა “როს ქაუნთის” მწვრთნელის ფოტო ნახა

შოტლანდიის პრემიერშიპში მოასპარეზე “როს ქაუნთის” მთავარი მწვრთნელი, სტიუარტ ქეთლიუელი “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს, დავიდ დე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ სამი საყვარელი სპორტსმენი დაასახელა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ სამი საყვარელი სპორტსმენი დაასახელა. 32 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა სამეულში მოკრივე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა: “ფეხბურთი რონალდომ შემაყვარა”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ის ადამიანები დაასახელა, ვინც მის კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 აგვისტო

“დორტმუნდი” სანჩოს ტრანსფერში 120 მილიონს ითხოვს ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზარმა დაასახელა საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს

მადრიდის “რეალის” გარემარბმა ედენ აზარმა დაასახელა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს. “ყველაზე [&hell...
წაკითხვა