დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 მაისი
“ინტერი” პერისიჩში 55 მილიონს ითხოვს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის “ინტერი” ივან პერისიჩში 55 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც ცნობილია, ხორვატი ფეხბურთელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს.
იმ შემთხვევაში, თუ პერისიჩი ინგლისურ კლუბში გადავა, ის სეზონში ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.
დონარუმას შეძენას “ნაპოლიც” შეეცდება
იტალიური გამოცემების, Corriere dello Sport-ისა და Tuttosport-ის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ “მილანი” და ჯანლუიჯი დონარუმა ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ მეკარის შეძენას “ნაპოლიც” შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამს.
კოშტა: “თუ ლონდონელები ჩემს გაშვებას გადაწყვეტენ, იციან რომელ კლუბშიც მინდა თამაში”
დიეგო კოშტამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ჩინურ ან ამერიკულ კლუბებში გადასვლის შესახებ და აღნიშნა, რომ “ჩელსის” მხოლოდ მისი ყოფილი კლუბის, “ატლეტიკოს” გამო თუ დატოვებს.
“არ მინდა ესპანეთის გარდა სხვა ქვეყანაში თამაში, ამას მირჩევნია აქ დავრჩე. თუ კლუბი ჩემს გაშვებს გადაწყვეტს, იციან სადაც მინდა თამაში”, – ამბობს თავდამსხმელი.
დი მარია ისევ “რეალში”?
Don Balon-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” შემტევი, ანხელ დი მარია, შესაძლოა, ისევ მადრიდის “რეალში” დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი “სამეფო კლუბში” 2010 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა.
კონტეს ბონუჩი სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტოიო კონტემ კლუბის ხელმძღვანელობას ლეონარდო ბონუჩის შეძენა სთხოვა.
კონტესა და ბონუჩის “იუვენტუსსა” და იტალიის ეროვნულ ნაკრებში ერთად უმუშავიათ, ამიტომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ.