დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 აგვისტო
“ლივერპულს” კოვაჩიჩი სურს
“ლივერპულს” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის შეძენა სურს. ლივერპულელები დიდი ხანია ხორვატ ფეხბურთელს აკვირდებიან. როგორც ირკვევა, კლოპი ხორვატ ფეხბურთელს კოუტინიოს შემცვლელად მოიაზრებს.
ბელოტი “მონაკოში”?
იტალიური პრესის ცნობით, “მონაკო” “ტორინოს” ანდრეა ბელოტის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს სთავაზობს. იტალიელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “მილანი”, “არსენალი” და “ჩელსიც” იჩენენ.
კოშტა “ატლეტიკოს” უახლოვდება
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” და მადრიდის “ატლეტიკო” დიეგო კოშტას თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. Evening Standard-ის ცნობით, მადრიდელები ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონელებს 41 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან.
ნაბი კეიტა “ლივერპულში” ითამაშებს
“ლაიფციგის” ცენტრალური ნახევარმცველი, ნაბი კეიტა 2018 წლის ზაფხულიდან “ლივერპულის” ღირსებას დაიცავს. მერსესაიდელებმა გერმანულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს, რაც დღეს ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით დაადასტურეს.
“ძალიან მიხარია, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. მომავალი ზაფხულიდან “ლივერპულს” შევუერთდები. სასიამოვნოა, რომ ასეთი დიდი პროექტის ნაწილი ვხდები. “ლაიფციგი” ჩემთვის მნიშვენელოვანი კლუბია და ამ ერთი წლის მანძილზე ბოლომდე დავიხარჯები”, – უთხრა კეიტამ “ლივერპულის” ოფიციალურ საიტს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულმა” 22 წლის გვინეელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 48 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
“ბარსას” საფეხბურთო დირექტორი: “ჩვენ კიდევ ერთის, თუ შესაძლებელი იქნება, ორი მოთამაშის დამატება გვინდა”
კატალონიის “ბარსელონამ” სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი, უსმან დემბელე დაიმატა. “ბლაგურნას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ისინი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ უნდათ კლუბის გაძლიერება.
“ჩვენ ერთი ფეხბურთელის ყიდვაზე ვმუშაობთ. თუ შანსი გვექნება, ორსაც აუცილებლად მოვიყვანთ. ზუსატდ ვიცით, რა გვინდა. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი დროის ფაქტორია – ბოლო მომენტამდე მოგვიწევს დალოდება.”
“კოუნტინიო? ნამდვილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრაზილიელის თაობაზე და იმედი მაქვს, სულ მალე ფილიპეს წარვადგენთ, როგორც კლუბის ახალ წევრს. გარდა ამისა, ჩვენ სხვა სპორტსმენების ტრანსფერებზეც ვმუშაობთ, თუმცა ახლა დეტალებს ნამდვილად არ შევეხები.”
“ასევე, გეტყვით, რომ ჟან-მიკაელ სერის დამატებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. გავაანალიზეთ რა ყველაფერი, ვარჩიეთ, რომ სვხა პოზიციები გავაძლიეროთ,” – აცხადებს ფერნანდესი.