დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 აგვისტო
“რომა” ლოვრენსა და რუგანიზე ისევ ფიქრობს
Tuttosport-ის ინფორმაციით, “რომას” დეიან ლოვრენის ან დანიელე რუგანის შეძენაზე ისევ ფიქრობს.
რომაელთა მთავარი სამიზნე ლოვრენია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა “ლივერპულმა” ხორვატი მცველი გაასხვისოს.
მანჯუკიჩმა პსჟ-ზე უარი თქვა
“იუვენტუსის” თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა “პარი სენ-ჟერმენის” შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
პარიზელები ახალი თავდამსხმელის ძიებაში არიან. რაც შეეხება მანჯუკიჩს, მას ტურინში დარჩენა სურს.
“მილანს” მემფის დეპაი სურს
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანს” მემფის დეპაის შეძენა ისევ სურს.
როგორც ირკვევა, “როსონერის” 25 წლის ჰოლანდიელი შემტევის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდება.
“იუვენტუსს” რაკიტიჩი სურს
Don Balon-ის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” ივან რაკიტიჩის შეძენას შეეცდება.
“ბარსელონას” ნახევარმცველს “პარი სენ-ჟერმენსაც” უკავშირებენ, თუმცა მას ტურინში გადაბარგება უფრო უნდა.