დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 იანვარი
“ბარსელონა” ალბას ახალ კონტრაქტს თავაზობს
კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ ისინი ჟორდი ალბასთან შეთანხმებას მიაღწევენ. კატალონიელები მარცხენა მცველს 5-წლიან ხელშეკრულებას თავაზობენ.
ალბას “ბარსელონასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მისით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “იუვენტუსი” ინტერესდებიან.
რობენი იაპონიაში?
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, არიენ რობენი ზაფხულში იაპონიაში ვიხილოთ.
ვეტერან ფეხბურთელს “ბაიერნთან” სეზონის ბოლო კონტრაქტი ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.
მატას კონტრაქტის გახანგძლივება შეთავაზეს
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას ახალი, 1-წლიანი კონტრაქტი შეთავაზა.
ესპანელ ნახევარმცველს “იუნაიტედთან” მოქმედი ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება. მისით “არსენალი” და “ბარსელონაა” დაინტერესებული.
რაკიტიჩი “ჩელსიში”?
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის შეძენას ლონდონის “ჩელსი” ცდილობს.
მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” ფრენკი დე იონგი დაიმატა, კატალონიელები ხორვატი ნახევარმცველის გასაყიდად მზად არიან.
“რომას” ვიდას შეძენა სურს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რომას” “ბეშიქთაშიდან” დომაგოი ვიდას დამატება სურს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხორვატი მცველით “ფულჰემიც” ინტერესდება.