დღის მთავარი სატრანსფერო ამბები
“ჩელსის” პაიე სურს (The Sport Review)
ლონდონის “ჩელსის” “ვესტ ჰემის” ერთ-ერთ ლიდერის, დიმიტრი პაიეს შეძენა სურს. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, აბრამოვიჩი კი მასში 60 მილიონი ფუნტ სტერლინგის გადახდას აპირებს.
კრისტიან ტელო “ლივერპულში”? (The Sport Review)
“ლივერპულს” კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, კრისტიან ტელოს იჯარით აყვანა სურს. “მერსესაიდელები” 24 წლის ფეხბურთელში 6.3 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. ტელო ბოლოს “ფიორენტინაში” იყო განათხოვრებული.
“მანჩესტერ იუნაიტედის” შეტავაზება პსჟ-ს (Daily Star)
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” “პარი სენ-ჟერმენს” მარკო ვერატიში 79 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეთავაზებს. დათანხმდებიან თუ არა პარიზელები ამ წინადადებას, არავინ იცის, რადგან იტალიელი ნახევარმცველის შეძენა ბევრ კლუბს სურს.
ზიელინსკი “ლივერპულს” უახლოვდება (Guardian)
“ლივერპულმა” “უდინეზეს” პიოტრ ზიელინსკიში 9.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზა. ლევან მჭედლიძის ყოფილი თანაგუნდელი ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
ვარანი “რეალიდან” წასვლას განიხილავს (Marca)
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანი კლუბის დატოვების საკითხს განიხილავს. ესპანური პრესის ცნობით, ფრანგი მცველი, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.
“იუვენტუსი” ბრაზილიელ ფეხბურთელს აკვირდება (Tuttosport)
“იუვენტუსის” წარმომადგენლები “ფლუმინენსეს” შემტევ ნახევარმცველს, გუსტავო სკარპას აკვირდებიან. თუ სკარპა ტურინელებს თავს მოაწონებს, მაშინ კლუბი მის შეძენას შეეცდება.