დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (3 აგვისტო)
“ნაპოლიმ” არკადიუშ მილიკი 32 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა
მას შემდეგ, რაც ნეაპოლელთა რიგები გონსალო იგუაინმა დატოვა, იტალიელები აქტიურად ცდილობდნენ მისი ჩამნაცვლებლის პოვნას. შედეგად, ლაურენტისმა პოლონელი შემტევი დაიმატა, რომლის სანაცვლოდაც კლუბმა 32 მილიონი ევრო გადაიხადა.
მილიკს გერმანიაშიც აქვს ნათამაშები, ის “ბაიერ ლევერკუზენისა” და “აუგსბურგის” ღირსებას იცავდა მანამ, სანამ “აიაქსს” შეუერთდებოდა (2014 წელს).
კვერკველიას ტრანსფერი “სპარტაკში” უფრო და უფრო რეალური ხდება?
1 აგვისტოს, რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. სოლომონ კვერკველიას “რუბინი” საკუთარ მოედანზე “ამკარს” დაუზავდა, 0:0.
რუსული კლუბის ქართველი ლეგიონერი აღნიშნული მატჩის განაცხადშიც კი არ ყოფილა. როგორც იცით, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენებურის შეძენა “სპარტაკს” სურს. შესაძლებელია, რომ კვერკველიას გამოტოვებული მატჩის მიზეზი სწორედ მოსკოვურ გუნდში ტრანსფერია.
ვან პერსი “სტოკ სიტიში”?
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სტოკ სიტის” მთავარ მწვრთნელს, მარკ ჰიუზს თავის გუნდში რობინ ვან პერსის ხილვა სურს. ამრიგად, დიდი შანსია 32 წლის თავდამსხმელი ისევ პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.
“სანდერლენდს” იანუზაი 10 მილიონი დაუჯდება
“სანდერლენდის” მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს გუნდში მანჩესტერელი ადნან იანუზაის ხილვა სურს. თუმცა, როგორ ცნობილია, “იუნაიტედი”
ზიდანს ხამესის გუნდიდან წასვლა არ სურს
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცადა, რომ მას ხამეს როდრიგესის გუნდიდან წასვლა არ სურს.
“გუნდში ნამდვილად დიდი კონკურენციაა. არ მინდა, რომ ხამესმა დაგვტოვოს. ცხადია, მას უფრო ხშირად თამაში სურს, ეს ჩვეუელებრივი მომენტია”, – ამბობს ზიზუ.