დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (3 იანვარი)
დავით ხოჭოლავა დონეცკის “შახტარს” შეუთანხმდა
დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, დავით ხოჭოლავა უახლოეს დღეებში დონეცკის “შახტართან” კონტრაქტს გააფორმებს. ua-football.com-ის ცნობით, ოდესის “ჩერნომორეცის” ქართველმა ფეხბურთელმა დონეცკელებთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
“იუვენტუსმა” ტომას რინკონი დაიმატა
ტურინის “იუვენტუსმა” “ჯენოადან” ტომას რინკონი შეიძინეა. “ბიანკონერიმ” 28 წლის ნახევარმცველში 8 მილიონი ევრო გადაიხადა. რინკონი “იუვეში” 2020 წლამდე დარჩება.
ლუის ენრიკეს “აიაქსის” ფეხბურთელი სურს
კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს თავის გუნდში “აიაქსის” მცველის, დევინსონ სანჩესის ხილვა სურს. როგორც ირკვევა, კატალონიელები 20 წლის მცველს დიდი ხანია აკვირდებიან.
ვერატი “ინტერში”?
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მილანის “ინტერი” მარკო ვერატის შეძენას შეეცდება. როგორც ირკვევა, “პარი სენ-ჟერმენი” ნახევარმცველში 70-80 მილიონს ითხოვს.
“ვალენსია” ჯონ ობი მიკელთან მოლაპარაკებებს მართავს
“ვალენსიას” სპორტულმა დირექტორმა, ხესუს გარსიამ “ჩელსის” ნახევარმცველ ჯონ ობი მიკელთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
“მას 25 დეკემბერს ლონდონში შევხვდი. მიკელს ჩვენი პირობები გავაცანი, მან კი გვითხრა, რომ ამ ყველაფერზე იფიქრებდა”, – განაცხადა გარსიამ.