დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 30 ივნისი
დონარუმა “მილანის” ხელმძღვანელებს დღეს შეხვდება
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დღეს კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდება.
როგორც ირკვევა, შეხვედრაზე “როსონერის” მხრიდან ფასონე და მირაბელი იქნებიან, ხოლო დონარუმასთან ერთად მინო რაიოლასა და ენცო რაიოლას ვიხილავთ.
მორატამ მეგობრებს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ უთხრა
ბრიტანული Express-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ მეგობრებს უთხრა, რომ ის “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის.
როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო იბრაჰიმოვიჩის ჩანაცვლებას სწორედ მორატათი აპირებს.
სუსოს “მილანში” დარჩენა უნდა
“მილანის” შემტევი ნახევარმცველი, სუსო აცხადებს, რომ მას შემოთავაზება ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სამი კლუბიდან აქვს, თუმცა მაინც “მილანში” დარჩენა სურს.
“ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სამი კლუბიდან მაქვს შემოთავაზება, მაგრამ “მილანში” დარცენა მსურს. აქ თავს კარგად ვგრძნობ და ფანებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ფასონეს ვესაუბრე და მითხრა, რომ კონტრაქტის გახანგძლივებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს. თუმცა, ამის შემდეგ ჩემთან არავის დაურეკავს”, – უთხრა სუსომ Sky Sport Italia-ს.
“არსენალი” მბაპესათვის ბრძოლას გამოეთიშა
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “რსენალი” კილიან მბაპესათვის ბრძოლას გამოეთიშა. ამიერიდან, “მეთოფეები” მთელ ყურადღებას ალექსანდ ლაკაზეტსა და ტომას ლემარზე გადაიტანენ.
შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერს მბაპეს შეძენა ძალიან უნდოდა, თუმცა სხვა ევროპული კლუბები ახალგაზრდა ფეხბურთელში გაცილებით დიდ თანხას იხდიან.
მოსკოვის “ლოკომოტივს” გიორგი არაბიძის შეძენა სურს
დონეცკის “შახტარის” ქართველი ფეხბურთელის, გიორგი არაბიძის შეძენა მოსკოვის “ლოკომოტივს” სურს. ამ ინფორმაციას არაბიძის აგენტი, მიხაილ მეტრეველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მოსკოვის “ლოკომოტივმა” დონეცკის “შახტარს” გიორგი არაბიძის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა”, – წერს მეტრეველი.
არაბიძე “შახტარში” 2015 წელს ჩაირიცხა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძირითად გუნდში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, მას თამაში, უმეტესად, ახალგაზრდულ გუნდში უწევს.