დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 30 მაისი

თარიღი: მაისი 30, 2017

“მანჩესტერ სიტი” მენდისათვის იბრძოლებს

L’Equipe-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” “მონაკოს” მარცხენა მცველის, ბენჟამინ მენდის შეძენას გეგმავს, ამისათვის კი “ქალაქელებს” პრემიერ ლიგის სხვა კლუბებთან ბრძოლა მოუწევთ.

დიდი ალბათობით, 22 წლის ფეხბურთელს ინგლისში ვიხილავთ, თუმცა მის მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენს.

“სევილიას” “არსენალის” თავდამსხმელი მოუნდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “ესპანელმა დალაქები” ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “სევილიას” ხელმძღვანელთა ყურადღება ლონდონის “არსენალის” ესპანელმა შემტევმა, ლუკას პერესმა მიიპყრო, რომელიც “ემირეიტს სტედიუმზე” გასულ წელს გადაბარგდა.

As-ის ცნობით, ესპანური კლუბი 28 წლის შემტევის გადაბირებას 17 მილიონ ფუნტად აპირებს.

ოფიციალურად: მუსაკიო “მილანის” ფეხბურთელია

მატეო მუსაკიო “მილანის” ფეხბურთელია. “როსონერიმ” ზაფხულის პირველი ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

26 წლის არგენტინელმა ცენტრალურმა მცველმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გასულ კვირაში გაიარა, თუმცა ტრანსფერის დასასრულებლად მცირე დეტალების მოგვარება იყო საჭირო.

“ვილიარეალის” ყოფილმა წევრმა “მილანთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “შავ-წითლებმა” ფეხბურთელში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის სიტუაციას აკვირდება

“მანჩესტერ იუნაიტედს” მადრიდის “რეალის” შემტევის, გარეტ ბეილის შეძენის სურვილი კვლავაც აქვს.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ ბეილს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში არ მოუწევს, მისი მანჩესტერულ კლუბში გადაბარგების შანსები გაიზრდება.

ჟერომ ბოატენგი “ჩელსიში”?

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფრომაციით, ლონდონის “ჩელსი” ჟერომ ბოატენგის ვარიანტს განიხილავს. “არისტოკრატების” მთავარი სამიზნე ვან დაიკია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ჰოლანდიელის შეძენას ვერ მოახერხებს, მაშინ “ბაიერნს” წინადადებით მიმართავს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს დროებით რამაზ სვანაძე ჩაიბარებს?

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ფედერაციამ პანდემიისა და სხვადასხვა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოდან” თითქმის მთელი გუნდი წავიდა, მაგრამ…

ქუთაისის “ტორპედო” ოფიციალურად 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. “კლუბი 14 ფეხბურთელს, დემეტრე ბულისკერიას, ლაშა კასრაძეს, ვანია მარკოვიჩს, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალდანო: “რეალმა” მბაპეს ნაცვლად ჰოლანდი უნდა დაიმატოს”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა და გენერალურმა მენეჯერმა, ხორხე ვალდანომ, პრესასთან საუბრისას ერლინგ ჰოლანსა და [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“შუქურამ” გერბი შეიცვალა

ეროვნულ ლიგაში აღზევებულმა ქობულეთის “შუქურამ” გერბი შეიცვალა. ახალი ლოგო წრიული ფორმისაა, რომლის ცენტრალურ ნაწილშიც გამოსახულია […...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაბრუნდება თუ არა მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრებში?

“ფენერბაჰჩეს” გერმანელმა ახალწვეულმა, მესუთ იოზილმა, “ბუნდესნაკრებში” დაბრუნებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “პსჟ” მესისთან მიმართებაში უპატივცემლოდ იქცევა”

“ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, კიდევ ერთხელ ეხმაურება ლეო მესი გარშემო მიმდინარე მოვლენებს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “საუბედუროდ, ტუჰელი ნამდვილად კარგი სპეციალისტია”

ტომას ტუჰელი ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინეს. ამ ამბავს მისი თანამემამულე და ახლა უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ vs იბრაჰიმოვიჩი: ვინ რა და რატომ თქვა სინამდვილეში?

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” “მილანი” დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა ლუკაკუსთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანის “ინტერის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუსთან მომხდარი ინციდენტის შესახებ პირველი კ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ედეგორი “არსენალში” ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მარტინ ედეგორი სეზონის ბოლომდე ლონდონური კლუბის ღირსე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსკარს “ჩელსიში” დაბრუნება სურს

ჩინური “შანხაი სიპგ”-ის ნახევარმცველ ოსკარს სამომავლოდ ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნება სურს. “ჩინეთიდან აბარგებაზე არ ვფიქრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუფონი “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იუწყება. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” ავსტრიელი ფეხბურთელი დაიმატა

ავსტრიელი შემტევი ნახევარმცველი, ლუკაშ გროცურეკი ბათუმის “დინამოში” ითამაშებს. 29 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლო ბარელა: “ინტერმა” დაამტკიცა, რომ “მილანზე” ძლიერია”

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” “მილანი” დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტ...
წაკითხვა