დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 31 ივლისი
მალკომი რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს
“ბასელონას” გარემარბი, მალკომი, დიდი შანსია, უახლოეს დღეებში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფეხბურთელი გახდეს.
ცნობილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდეს სამომავლო გეგმებში არ შედის, “ბარსელონა” კი რამდენიმე მოთამაშის გასხვისებაზე ფიქრობს.
ესპანური მედიის ცნობით, “ზენიტის” დირექტორი კატალონიაში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებების გასამართავად ჩავიდა. რუსული კლუბი 22 წლის ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
პატრის ევრმა დიბალას დაურეკა
პატრის ევრამ ყოფილ თანაგუნდელ პაულო დიბალას დაურეკა და მას “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ ესაუბრა.
როგორც იცით, დიბალას “იუნაიტედში” გადასვლის შესახებ ხშირად იწერება და დიდი შანსია, ეს ტრანსფერი მალევე შედგეს.
იგუაინის აგენტი “რომასთან” მოლაპარაკებებს მართავს
გონსალო იგუაინის ძმა, ნიკოლა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტია, სამშაბათს “რომას” წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც იცით, არგენტინელ თავდამსხმელს “ჩელსიში” იჯარა დაუსრულდა და ტურინში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, “რომა” მის იჯარით დამატებაზე და შემდეგ გამოსყიდვის უფლებაზე მუშაობს.
ლოვრენი “რომაში”?
მას შემდეგ, რაც “რომამ ტობი ალდერვეირელდის შეძენა ვერ მოახერხა, “ჯალოროსიმ” დეიან ლოვრენის გადაბირებაზე მუშაობა დაიწყო.
ხორვატ მცველს ამ ზაფხულში “მილანსაც” უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერი არ სედგა. გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპული” ლოვრენის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
კოუტინიო “ბარსელონაში” რჩება
El Mundo Deportivo-ს ცნობით, ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულში “ბარსელონას” არ დატოვებს.
როგორც იცით, ბრაზილიელი ნახევარმცველის გუნდიდან წასვლაზე ხშირად იწერებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა სიტუაცია შეიცვალა.