დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (4 აგვისტო)
“ტოტენჰემი” პორტუგალიის ნაკრების მოთამაშით ინტერესდება
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” “ბრაგას” ნახევარმცველით, რაფა სილვათი ინტერესდება. ინგლისელები 23 წლის მოთამაშეში 10 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.
25 წლის ესპანელი “საბურთალოში” ითამაშებს
25 წლის ესპანელი ფეხბურთელი სანტიაგო ხარა კოლადო ამიერიდან თბილისური “საბურთალოსთვის” გაიტანს. ამპლუით ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან წლის ბოლომდე მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მხარეები იმსჯელებენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
ესპანურმა გამოცემამ აბურჯანიას ტრანსფერის თარიღი დაასახელა
ესპანურმა გამოცემამ Diarimes.Com-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ გიორგი აბურჯანია “სევილიას” ოფიციალურად ორშაბათს, 8 აგვისტოს შეუერთდება.
როგორც იცით, ქართველის ამჟამინდელ კლუბ, “ხიმნასტიკსა” და “სევილიას” შორის შეთანხმება უკვე შედგა. ცნობილია, რომ ანდალუსიელები ჩვენებურში დაახლოებით 2 მილიონ ევროს იხდიან.
დრაქსლერს “ვოლფსბურგიდან” წასვლა სურს
გერმანელ შემტევ ნახევარმცველს, იულიან დრაქსლერს “ვოლფსბურგის დატოვება სურს. მართალია, თავად კლუბის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას უარყოფენ, მაგრამ როგორც ირკვევა, 22 წლის ფეხბურთელის შეძენა “ევერტონს” სურს.
კრიშტიანო რონალდუს ახალი კონტრაქტი?
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, კრიშტიანო რონალდუმ მადრიდის “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმოს. პორტუგალიელს “სამეფო კლუბთან” ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება, ახალი კონტრაქტის თანახმად კი ის გუნდში 2021 წლამდე დარჩება.