დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 აგვისტო
“დორტმუნდი” დემბელეს 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
“ბილდის” ცნობით, დორტმუნდის “ბორუსია” უსმან დემბელეს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. ცნობილია, რომ 20 წლის შემტევის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს, რომელიც გუშინ ნეიმარმა დატოვა.
“ინტერი” პერისიჩის გაყიდვას არ აპირებს
“ინტერის” სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო აცხადებს, რომ კლუბი, ივან პერისიჩის გაყიდვას არ აპირებს.
“არ მესმის, რატომ იწერება პერისიჩის შესახებ ამდენი. ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებთ”, – ციტირებს აუსილიოს სიტყვებს Goal.Com.
კლოპი მბაპეს ესაუბრება
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი “მონაკოს” თავდამსხმელთან, კილიან მბაპესთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ახალგაზრდა თავდამსხმელისათვის მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი” და “ბარსელონა” იბრძვიან.
ფალკაო “მილანში”?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” ახალი ხელმძღვანელობა კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას აპირებს.
“როსონერის” დირექტორმა, მარკო ფასონემ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: “ჩვენ თავდამსხმელის დამატებასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ. უარს არც ფალკაოზე ვიტყვით, თუმცა რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, სახელების დაკონკრეტებისაგან კი თავს შევიკავებთ.”
აზარი ნეიმარის შემცვლელად?
Don Balon-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარის შემცვლელად ედენ აზარს მოიაზრებს. ბელგიელი ფეხბურთელი დიდი ხანია მადრიდის “რეალის” სამიზნეა, თუმცა კატალონიური კლუბი მისთვის იბრძოლებს.