დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 აგვისტო

თარიღი: აგვისტო 4, 2017

“დორტმუნდი” დემბელეს 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

“ბილდის” ცნობით, დორტმუნდის “ბორუსია” უსმან დემბელეს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. ცნობილია, რომ 20 წლის შემტევის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს, რომელიც გუშინ ნეიმარმა დატოვა.

“ინტერი” პერისიჩის გაყიდვას არ აპირებს

“ინტერის” სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო აცხადებს, რომ კლუბი, ივან პერისიჩის გაყიდვას არ აპირებს.

“არ მესმის, რატომ იწერება პერისიჩის შესახებ ამდენი. ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებთ”, – ციტირებს აუსილიოს სიტყვებს Goal.Com.

კლოპი მბაპეს ესაუბრება

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი “მონაკოს” თავდამსხმელთან, კილიან მბაპესთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ახალგაზრდა თავდამსხმელისათვის მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი” და “ბარსელონა” იბრძვიან.

ფალკაო “მილანში”?

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” ახალი ხელმძღვანელობა კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას აპირებს.

“როსონერის” დირექტორმა, მარკო ფასონემ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: “ჩვენ თავდამსხმელის დამატებასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ. უარს არც ფალკაოზე ვიტყვით, თუმცა რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, სახელების დაკონკრეტებისაგან კი თავს შევიკავებთ.”

აზარი ნეიმარის შემცვლელად?

Don Balon-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარის შემცვლელად ედენ აზარს მოიაზრებს. ბელგიელი ფეხბურთელი დიდი ხანია მადრიდის “რეალის” სამიზნეა, თუმცა კატალონიური კლუბი მისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება

თბილისში, კერძოდ ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰი ვიდეორეფერიზე: “მე ეს არ მომწონს”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ვიდეორეფერის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ეს ინოვაცია არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უნიონის” ფანებმა სადებიუტო მატჩში გარდაცვლილი ფანების ფოტოები გამოფინეს

ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “უნიონ ბერლინსა” და ფანებს შორის განსაკუთრებული კავშირი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 აგვისტო

რიბერი “ფიორენტინაში”? Sky Sport Italia-ს ცნობით, ფრანკ რიბერი “ფიორენტინაში” გადასვლას დათანხმდა. დიდი შანსია, ტრანსფერი უახლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ეროვნულ ლიგას მოგებით დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრაში “საბურთალომ” გორის “დილა” 3-0 გაანადგურა. “საბურთალომ” ევროპა ლიგაზე ასპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობენმა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა, ვისი თავკაცობითაც უთამაშია

მიუნხენის “ბაიერნისა” და ჰოლანდიის ნაკრების ექს-გარემარბ არიენ რობენს სთხოვეს დაესახელებინა საუკეთესო მწვრთნელი, ვისი თავკაცობითაც კარიერი...
წაკითხვა
ბლოგი

სკანდალი გერმანიაში: “ჰამბურგის” ფეხბურთელს საბუთების გაყალბებაში ედავებიან

გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა Sport Bild სკანადალურ ინფორმაციას აცხადებს. გამოცემა გამბიელ ფეხბურთელს არა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიმ” სარი გაამხნევა, რომელსაც პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს

ლონდონის “ჩელსიმ” მხარდაჭერა გამოუცხადა გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის, რომელსაც პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 60 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ქართული ელ-კლასიკო “დინამომ” მოიგო

ეროვნული ლიგის 24-ე ტური წყალტუბოში ქართული ელ-კლასიკოთი განახლდა. ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და ლევან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლიხშტაინერი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს

გამოცდილი შვეიცარიელი მარჯვენა მცველი შტეფან ლიხშტაინერი კარიერას “აუგსბურგში” გააგრძელებს. ინფორმაციას 35 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეშპირიტო სანტუ VAR-ზე: “მალე გოლის აღნიშვნისაც შეგვეშინდება”

“ვულვერჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “ვულვზთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტური ორშაბათის შეხვედრამ დახურა – “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, “ვულვერჰემპტონს” ეწ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იასპერ სილესენი საპატიო დერეფანში – ჰოლანდიელი მეკარე ესპანეთის თასის ფინალში დამარც

17 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადი” მიიღო და ფრედ 1:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ გაიტანა (ვიდეო)

19 აგვისტოს მე-16 ტურის შეხვედრა გამართა “შახტიორ სოლიგორსკმა”, სადაც რამდენიმე კვირის წინ თბილისის “საბურთალოს” აწ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტომას ტუჰელი: “ნეიმარი ვერსად წავა, სანამ შემცვლელს არ მოვიყვანთ”

18 აგვისტოს ლიგა 1-ის მეორე ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” მოულოდნელი მარცხი იწვნია “რენის” წინააღმდეგ (2-1). შეხვედრაში […]...
წაკითხვა