WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (404886) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 აგვისტო

თარიღი: აგვისტო 5, 2019

“იუნაიტედი” ლუკაკუს სანაცვლოდ დიბალასა და მანძუკიჩს მიიღებს

“იუვენტუსის” ხელმძღვანელები მზად არიან “მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელ შემტევ რომელუ ლუკაკუს მარიო მანძუკიჩი და პაულო დიბალა შეალიონ. ამ ინფორმაციას The Times ადასტურებს.

ბრიტანულ პრესაში ვკითხულობთ, რომ “იუვენტუსი” ამ ბარტერით კიდევ ერთ საქმეს მოაგვარებს – თავიდან მოიცილებს ორ მაღალანაზღაურებად შემტევ ფეხბურთელს.

ფალკაო “მონაკოდან” წასვლაზე ფიქრობს

“მონაკოს” კოლუმბიელი შემტევი, რადამელ ფალკაო, აღიარებს, რომ სხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს და აღიარებს, რომ საკმაოდ დიდია მისი კლუბიდან წასვლის შანსები.

“სიმართლე ის არის, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი, თუმცა ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ მთავაზობენ. ასე რომ, მე ჩემს მომავალსა და ჩემ ოჯახზე უნდა ვიფიქრო. მიღებულ წინადადებებს განიხვიხილავ და ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ვარიანტებია კარიერის გასაგრძელებლად,” – აცხადებს კოლუმბიელი თავდამსხმელი.

პეპი ისკოსა და აკეს ტრანსფერებზე მუშაობს

“მანჩესტერ სიტის” ესპანელი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი-ორი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

როგორც ცნობილი ხდება, გვარდიოლას ინტერესთა სფეროში “რეალის” ნახევარმცველი ისკო და “ბორნმუთის” 24 წლის მცველი ნათან აკე იმყოფებიან, რომელიც ჰარი მაგუაირის ალტერნატივას წარმოადგენს.

“ინტერს” რაკიტიჩი ან სტროოტმანი სურს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ჯერაც რაჯა ნაინგოლანის კლუბიდან წასვლით გაჩენილი სიცარიელის შევსებაზე მუშაობენ. როგორც ცნობილი ხდება, “ნერაძურის” ხელმძღვანელები ორ კანდიდატზე შეჩერდნენ.

საუბარი ეხება “ბარსელონას” ხორვატ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩსა და “მარსელის” რიგებში მოთამაშე კევინ სტროოტმანს, რომელსაც თავის დროზე “რომას” შემადგენლობაშიც გამოუცდია ძალები.

ჩალჰანოღლუს “გალათასარაიმ” და “ლაიფციგმა” დაადგა თვალი

“ლაიფციგისა” და “გალათასარაის” ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრანსფერის თაობაზე. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ეს “მილანი” თურქი ფეხბურთელის ტრანსფერს 20 მილიონ ევროდ აფასებს.



მსგავსი სიახლეები