დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (4 იანვარი)
მათე ცინცაძე შეცინის “პოგონის” ფეხბურთელია
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის “დინამოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მათე ცინცაძე 2017 წლიდან პოლონური “პოგონის” ღირსებას დაიცავს,რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში ამჟამად 26 ქულით მე-7 ადგილზეა.
გოგიტა გოგატიშვილი მინსკის “დინამოს” ღირსებას დაიცავს
2017 წელს, ვალერიან გვილიას გარდა, ბელარუსის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს: ოფიციალურად დადასტურდა, რომ სომხური “განძასარის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გოგიტა გოგატიშვილი ამიერიდან მინსკის “დინამოში” ითამაშებს.
პატრის ევრა “მანჩესტერ იუნაიტედში” ბრუნდება?
დღეს, პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა გუნდში 35 წლის ფრანგი მცველის, პატრის ევრას დაბრუნება განიზრახეს, რასაც რიო ფერდინანდიც გამოეხმაურა: “ნუთუ მართალია, რასაც მედია ავრცელებს? უკან ბრუნდები? დამელაპარაკე!”
“მიდლსბრომ” რუდი ჟესტედეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
ბრიტანული “მიდლსბროს” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა რუდი ჟესტედეს ტრანსფერი, რომელიც აქამდე ქვედა დივიზიონში მყოფი “ასტონ ვილას” ღირსებას იცავდა.
Welcome to #Boro, @RudyGestede! #UTB pic.twitter.com/dT4LViauv4
— Middlesbrough FC (@Boro) January 4, 2017
ჩინელებმა ევერ ბანეგას დაუმიზნეს
მილანური “ინტერის” ფლეიმეიკერი, ევერ ბანეგა ჩინური კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. TMW-ს ცნობით, “შანხაი სიპგ” მზადაა, 25.5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ.
“ვესტ ჰემს” დეფო ნებისმიერ ფასად სურს
ბრიტანული, საკმაოდ გავლენიანი გამოცემის, Sky Sports-ის ჟურნალისტი ირწმუნება, რომ ჟერმეინ დეფოს გადაბირება “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელთა მთავარი მიზანია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. მისი ცნობით, “ჩაქუჩები” ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რაც დეფოს გასაფორმებლად იქნება საჭირო.
West Ham determined to sign Jermain Defoe. Will pay what it takes to get deal done. Have told Sunderland to name their price #WHUFC
— Kaveh Solhekol (@SkyKaveh) January 4, 2017
მოსალოდნელი ტრანსფერები (04.01.2017)