დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (5 აგვისტო)
“მანჩესტერ სიტი” ჩორიჩს უახლოვდება
“მანჩესტერ სიტი” ზაგრების “დინამოს” ამომავალი ვარსკვლავის, ანტე ჩორიჩის გადაბირებით არის დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
ფერდინანდი: პოგბა “ოლდ ტრაფორდზე” ფულის გამო არ დაბრუნდება
“პოლს ვესაუბრე. მე მას ვიცნობ. პაულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. როდესაც ის მიდიოდა, ვკითხე, თუ რატომ, მან ასე მიპასუხა – “მინდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე”. – ის სწორ გზას ადგას.”
მაჰრეზი რჩება !
მიუხედავად იმისა, რომ “ლესტერის” ალჟირელ ლიდერს, რიად მაჰრეზს “არსენალში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თავად ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის მფლობელი ვიშაი სრივადჰანაპრაბჰა გვატყობინებს სოციალური ქსელის მეშვეობით
– “შენ გაყიდვას არ ვაპირებ!”
– “კარგი ბოსს”.
ბილიჩი ხუთ ახალ ფეხბურთელს ელის
“ოლიმპიურ სტადიონზე” გამართული პირველი მატჩის შემდეგ, “ჩაქუჩების” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა აღიარა, რომ კლუბში კიდევ 5 ახალწვეულს ელის: “ამ დროისთვის, კლუბი საკმარისად ძლიერი არ არის. მომავალში მინიმუმ 5 ტრანსფერის განხორციელებას ველი”.
“ნაპოლიმ” ზელინსკი დაიმატა
“ნაპოლიმ” პოლონელი ფეხბურთელის, პიოტრ ზელინსკის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “უდინეზემ” პიოტრის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.
“ატლეტიკომ” კოშტას ტრანსფერი გამორიცხა
თურმე, კოშტას სატრანსფერო საგა სინამდვილეში “საგა არასდროს ყოფილა”. “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ დიეგო კოშტა “ვისენტე კალდერონზე” არ დაბრუნდებოდა.
იკარდის აგენტი ლონდონშია !
Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურო იკარდის მეუღლე და მისი აგენტი ლონდონში გაფრინდნენ, რათა “არსენალის” ხელმძღვანელობასთან ეწარმოებინათ მოლაპარაკებები. შეგახსენებთ, რომ ერიკ ტოჰირი არგენტინელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.