დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 აგვისტო

თარიღი: აგვისტო 5, 2017

კონტე აზარის “ბარსელონაში” გადასვლას გამორიცხავს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ედენ აზარის “ბარსელონაში” შესაძლო გადაბარგების ამბავს გამოეხმაურა.

“ჩვენ ფეხბურთელების ყიდვაზე ვფიქრობთ და არა – გაყიდვაზე”, – თქვა კონტემ.

ალექსის სანჩესი “მონაკოში”?

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მონაკო” ალექსის სანჩესის შესაძენად 45 მილიონ ფუნტ სტერლინგს ამზადებს.

“არსენალს” ჩილელი ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა ბევრი რამ თავად სანჩესის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

ბეილს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს

Don Balon-ის ცნობით, გარეტ ბეილმა თანაგუნდელ ლუკა მოდრიჩს უთხრა, რომ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს. ცნობილია, რომ უელსელ ფეხბურთელს “იუნაიტედში” თამაში უნდა.

შეგახსენებთ, რომ ბეილის მიმართ ინტერესს მანჩესტერული კლუბი წლების განმავლობაში იჩენდა.

“ბორუსია” თანახმაა, დემბელე “ბარსელონაში”…

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, უსმან დემბელე ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა, Bild ადასტურებს.

დღეს გავრცელებული ცნობების მიხედვით, კატალონიელებმა 20 წლის ფრანგი შემტევის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 80 მილიონი ევრო შესთავაზეს მაგრამ უარი მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბორუსიას” მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ დემბელე 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდოს. კატალონიელები კი ამ თანხის გადახდას ნეიმარის ტრანსფერისგან მიღებული 222 მილიონი ევროს წყალობით აპირებენ.

გასული სეზონის 32 მატჩში დემბელემ 6 გოლისა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო და 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა.

“ბარსელონა” ინიგო მარტინესს უმიზნებს

“რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელები ადასტურებენ ინფორმაციას გუნდის ესპანელი მცველის, ინიგო მარტინესის მიმართ “ბარსელონას” ინტერესის არსებობის შესახებ.

“ბარსელონა” უკვე დაგვიკავშირდა, რათა ინიგო მარტინესის გარშემო არსებული მდგომარეობა გაეგო. მაგრამ, ჯერჯერობით მათ ოფიციალური წინადადებით არ მოუმართავთ.

“რეალ სოსიედადს” მისი გაყიდვის არანაირი სურვილი არ აქვს. ინიგო მარტინესი ჩვენი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად,” – აცხადებს “რეალ სოსიედადის” ერთ-ერთი მმართველი.

გეტყვით იმასაც, რომ ინიგოს კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 32 მილიონი ევროა მითითებული.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ალექსის სანჩესი “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა

ალექსის სანჩესი მილანის “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა. კლუბმა ჩილელი ფეხბურთელი უსასყიდლოდ დაიმატა. შეგახსენებთ, რომ მანამდე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი გოლფის თამაშისას დააფიქსირეს (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი, რომელიც თვეში ხელფასის სახით ორ მილიონ ფუნტზე მეტს იღებს, კამერებმა გოლფის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამესი “რეალში” აღარ ითამაშებს

“ასის” ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ხამეს როდრიგესი აღარ სჭირდება. წყაროს თანახმად, 5 [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანადურმა სარაგბო კლუბმა რუსული “ტამბოვი” გააშარჟა

რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “ტამბოვმა” ახალი სეზონის დაწყებამდე ლოგო შეცვალა, რასაც კანადური სარაგბო კლუბი ირონიულად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არა გუარდიოლას! ვინ გახდება პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი?

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ ოთხი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა წარმოადგინა, რომელთ შორისაც ფანებმა სეზონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან პერსი “ფეიენოორდის” სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა

“არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რობინ ვან პერსი, კარიერას დამხმარე მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” ახალი სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა (ფოტო)

ტურინის “იუვეტნუსმა” ახალი 2020/21 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა, რომელიც მუქი ტონალობის ფერშია გადაწყვეტილი....
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ბეილმა თავად გადაწყვიტა, რომ “სიტისთან” თამაში არ უნდა”

მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის 24-კაციანი განაცხადი წარადგინა, სადაც დისკვალიფიც...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო

“ბარსელონამ” თვალი სოიონჩუს დაადგა “ლესტერ სიტის” თურქი მცველი, ჩაღლარ სოიონჯუ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “ბარსელონას&...
წაკითხვა
ფეხბურთი

UEFA: ევროტურნირები მაყურებლის გარეშე და გადადებული 19-წლამდე ელიტ-რაუნდი

6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ტორპედო” “თელავს” დაუზავდა

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” გულშემატკივრის წინ დიდი ხნის შემდეგ ითამაშა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სევილიამ” “რომას” გაკვეთილი ჩაუტარა, ჯერარდი “ლევერკუზენთან

6 აგვისტოს, თბილისის დროით 20:55 საათზე ევროპა ლიგის ორმა მერვედფინალური ეტაპის შეხვედრამ აიღო სტარტი. “ბაიერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანელკა “რეალში” გატარებულ პერიოდზე: “კოშმარი იყო”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ნიკოლას ანელკამ, აღიარა, რომ “რეალში” გატარებული პერიოდი უარყოფითად ახსენდება და [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიომინი ფარფანს: “მათ ხვიჩა ვერ შეირგეს, გული არ დაგწყდეს”

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გუნდიდან ჯეფერსონ ფარფანის წასვლას გამოეხმაურა. ფარფანს სიომინის ფორმაციაში მნიშვნელოვანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუს თქმით, მესი კარიერას სამ-ოთხ წელიწადში დაასრულებს

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, ხოსეპ ბართომეუ, დარწმუნებულია, რომ ლეო მესი კარიერას “კამპ ნოუზე” დაასრულებს. შეგახსენებთ,...
წაკითხვა