დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 აგვისტო
ანანიძე რუსეთს უბრუნდება
27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს.
რუსული პრესის ინფორმაციით, ჯანომ “როტორთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თვეში მილიონ რუბლს მიიღებს, რაც დაახლოებით 10-12 ათასი დოლარია.
ანანიძესთან ერთად ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანიც ითამაშებენ. “როტორი” პრემიერ ლიგაში პირველი ადგილით დაწინაურდა.
აკემ “სიტისთან” გააფორმა კონტრაქტი
“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნათან აკე კარიერას “ეტიჰად სტედიუმზე” გააგრძელებს.
რამდენადაც ცნობილი ხდება, ტრანსფერი “ქალაქელებს” 40 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” მცველების ტრანსფერებზე 300 მილიონ ფუნტზე მეტი აქვს გადახდილი.
“არსენალი” კოუტინიოს ტრანსფერს უახლოვდება
მიუნხენის “ბაიერნში” გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” დაბრუნდა, სადაც მისი ადგილი ნამდვილად არ იძებნება.
Sport-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე “არსენალსა” და “ბლაუგრანას” შორის მოლაპარაკებები ახალ ფაზაზე გადავიდა და დიდი ალბათობით, ყველაფერი მომავალი კვირისთვის დასრულდება.
ხამესი “ატლეტიკოსკენ” მიიწევს
მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ვარსკვლავი, ხამეს როდრიგესი, დიდი ალბათობით, კარიერას “ატლეტიკოს” რიგებში გააგრძელებს. მიუხედავდ იმისა, რომ თავად ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურს, ზინედინ ზიდანი მას სამომავლო გეგმებში ვერ ხედავს.
El Golazo de Gol-ის ცნობით “როხიბლანკოს” ნახევარმცველის ტრანსფერი 10-15 მილიონი ევრო დაუჯდება.
ვილიანი “მეთოფეებს” შეუერთდება
Sky Sport-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ვილიანი, კარიერას უშუალო მეტოქე გუნდის ბანაკში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, ვილიანის ტრანსფერის თაობაზე “ჩელსის” ოფიციალური წინადადებით “არსენალმა” მიმართა.