დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 აგვისტო

თარიღი: აგვისტო 6, 2020

ანანიძე რუსეთს უბრუნდება

27 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას კვლავ რუსეთში, “როტორში” გააგრძელებს.

რუსული პრესის ინფორმაციით, ჯანომ “როტორთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თვეში მილიონ რუბლს მიიღებს, რაც დაახლოებით 10-12 ათასი დოლარია.

ანანიძესთან ერთად ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანიც ითამაშებენ. “როტორი” პრემიერ ლიგაში პირველი ადგილით დაწინაურდა.


აკემ “სიტისთან” გააფორმა კონტრაქტი

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ნათან აკე კარიერას “ეტიჰად სტედიუმზე” გააგრძელებს.

რამდენადაც ცნობილი ხდება, ტრანსფერი “ქალაქელებს” 40 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” მცველების ტრანსფერებზე 300 მილიონ ფუნტზე მეტი აქვს გადახდილი.


“არსენალი” კოუტინიოს ტრანსფერს უახლოვდება

მიუნხენის “ბაიერნში” გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” დაბრუნდა, სადაც მისი ადგილი ნამდვილად არ იძებნება.

Sport-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე “არსენალსა” და “ბლაუგრანას” შორის მოლაპარაკებები ახალ ფაზაზე გადავიდა და დიდი ალბათობით, ყველაფერი მომავალი კვირისთვის დასრულდება.


ხამესი “ატლეტიკოსკენ” მიიწევს

მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ვარსკვლავი, ხამეს როდრიგესი, დიდი ალბათობით, კარიერას “ატლეტიკოს” რიგებში გააგრძელებს. მიუხედავდ იმისა, რომ თავად ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურს, ზინედინ ზიდანი მას სამომავლო გეგმებში ვერ ხედავს.

El Golazo de Gol-ის ცნობით “როხიბლანკოს” ნახევარმცველის ტრანსფერი 10-15 მილიონი ევრო დაუჯდება.


ვილიანი “მეთოფეებს” შეუერთდება

Sky Sport-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ვილიანი, კარიერას უშუალო მეტოქე გუნდის ბანაკში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, ვილიანის ტრანსფერის თაობაზე “ჩელსის” ოფიციალური წინადადებით “არსენალმა” მიმართა.


მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პირლო: ‘რონალდუს გაუხარდა, რომ შეცვალე’

15 მაისს, იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ინტერი” მიიღო და მეტოქე 3:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “ემოციებისგან მთელი ღამე არ მეძინა, ამ ხალხმა ყველაფერი დაიმსახურა

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” დამატებით დროში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ანორთოსისი” კვიპროსის თასის გამარჯვებულია!

ქართველების “ანორთოსისმა” ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” კვიპროსის თასის ფინალში 2-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. 4-ვე ქართველი &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოხატა “ბაიერნმა” ლევანდოვსკის მიმართ პატივისცემა მორიგი დიდი მიღწევის

15 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ფრაიბურგმა” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის 26-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელე ალი პეპ გვადიოლას ქალიშვილს ხვდება (ფოტო)

ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევი ნახევარმცველი დელე ალი “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ქალიშვილს ხვდება. დელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალში” ზიდანის შემცვლელად რაულს ხედავენ

შესაძლოა, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაულ გონსალეს ბლანკო ვიხილოთ. გუშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა გამოაცხადა, რომ გუნდის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკარდი “პსჟ”-ის დატოვებას აპირებს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი გუნდის დატოვებას აპირებს. L’Equipe-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა პარიზული კლუბის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მალინოვსკის ტრანსფერით სამი ევროპული გრანდი ინტერესდება

ბერგამოს “ატალანტას” უკრაინელი გარემარბი, რუსლან მალინოვსკი, სამი ევროპული გრანდის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ინფორმაციას უკრაინული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარს ლგბტ აქტივისტზე შეიარაღებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელ სუპერვარსკვლავ ნეიმარ ჟუნიორს ლგბტ აქტივისტ აგრიპინო მაგალიაინშზე შეიარაღებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ. მაგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზაფხულში “ბარსელონა”, შესაძლოა, ათზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვოს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდში დიდი ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ. ამის მიზეზი კი არასახარბიელოდ ჩატარებული სეზონი და...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუკას ჰუფნაგელმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება 27 წლის ასაკში მიიღო. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტს “ელ კლასიკოს” აშშ-ში ჩატარება სურს

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის მატჩის ამერიკის შეერთებულ შტატებში [&hel...
წაკითხვა