დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (5 იანვარი)
“ჰალ სიტის” ახალი მწვრთნელი ჰყავს
“ჰალ სიტის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მაიკ ფელანი დაითხოვა. ფელანს სეზონის ბოლომდე მარკო სილვა შეცვლის. 39 წლის პორტუგალელმა პირველად “ეშტორილი” ჩაიბარა 2011 წელს. 2014-2015 წლებში ის “სპორტინგს”, ხოლო 2015-2016 წლებში “ოლიმპიაკოსს” ედგა სათავეში.
“ნიცა” მემფის დეპაის არენდით აყვანას აპირებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, შესაძლოა, კარიერა სასფრანგეთის ლიგა 1-ში, კერძოდ კი “ნიცას” რიგებში გააგრძელოს. Nice-Matin-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებმა მიზნად მემფისის არენდის წესით აყვანა განიზრახეს.
“ევერტონმა” “ჩარლტონის” ფორვარდი გაიფორმა
ჩემფიონშიპში მოასპარეზე “ჩარლტონის” აწ უკვე ყოფილი შემტევი, ადემოლა ლუკმენი ამიერიდან “ევერტონის” ღირსებას დაიცავს. “კამფეტებმა” ბრიტანელი ფორვარდის სანაცვლოდ, რომელმაც 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, 7.5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
CONFIRMED: #EFC have signed @Alookman_ from @CAFCofficial on a four-and-a-half year deal for an undisclosed fee. #WelcomeAdemola pic.twitter.com/E0gVhWmpEI
— Everton (@Everton) January 5, 2017
ფაბიო კანავარომ იტალიურ მარკეტს მიაკითხა
ფაბიო კანავარომ, რომელიც ამჟამად ჩინური “ტიანჟინ კუანჟინის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს, იტალიურ მარკეტს მიაკითხა. ეს უკანასკნელი თავის გუნდში “ფიორენტინას” ფორვარდის, ნიკოლა კალინიჩისა (50 მილიონი ევრო) და “მილანის” კოლუმბიელი შემტევის, კარლოს ბაკას გადაბირებას აპირებს.
ფირმინო “ლივერპულიდან” ფეხს არ მოიცვლის
“ლივერპულის” ბრაზილიელმა ფორვარდმა, რობერტო ფირმინომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის “ენფილდის” დატოვებას აპირებდა და აღნიშნა, რომ იქ თავს ბედნიერად გრძნობს: “აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე წელი დავრჩები.”
იურგენ კლოპი 40 მილიონს დახარჯავს
ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა იურგენ კლოპს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 40 მილიონი ევრო გამოუყვეს. სავარაუდოდ, 49 წლის სპეციალისტი გუნდში “ბაიერ ლევერკუზენის” ჰავბეკს, იულიან ბრანდტსა და “არსენალის” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს მოიყვანს.
მოსალოდნელი ტრანსფერები (05.01.2017)