დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (6 იანვარი)
ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca ძალზედ სინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც “იუვეს” არგენტინელ ვარსკვლავს, პაულო დიბალას “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება.
მოუ შნეიდერლინსა და დეპაის წასვლის უფლებას აძლევს
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის გარშემო არსებულ სიტუაციებზე საუბრისას განაცხადა: “მე მათ წასვლის უფლებას მივცემ, თუ რა თქმა უნდა, კლუბი შესაბამის წინადადებას მიიღებს.”
მოიესი დეფოს გაყიდვას არ აპირებს
“სანდერლენდის” თავკაცმა, დევიდ მოიესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “შავმა კატებმა” “ვესტ ჰემისგან” ჯერმეინ დეფოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება მიიღეს – “ვესტ ჰემმა” ოფიციალური წინადადება გამოგვიგზავნა, რომელიც უარით გავისტუმრეთ, რადგანაც დეფოს გაყიდვას არ ვაპირებთ.”
ბერაჰინო “ვესტ ბრომთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა
“ვესტ ბრომვიჩის” მთავარი მწვრთნელის, ტონი პულისის ცნობით, ბრიტანული კლუბის ხელმძღვანელებმა საიდო ბერაჰინოს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელისგან უარი მიიღეს.
“ევერტონმა” მანოლასს დაუმიზნა
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “რომას” ბერძენი მცველის, კოსტას მანოლასის გადაბირება დაისახეს მიზნად.
იოვეტიჩი “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
მილანური “ინტერის” ფორვარდი, სტევან იოვეტიჩი ესპანურ “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. როგორც ესპანური გამოცემა, As La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, თავად ფეხბურთელი აღნიშნულ ტრანსფერს უკვე დათანხმდა. ასე რომ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში უნდა გაოფიციალურდეს.
მოსალოდნელი ტრანსფერები (05.01.2017)