დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო
“ბარსელონა” დელე ალის ტრანსფერით ინტერესდება
The Express-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ბარსელონა” მზადაა, დელე ალის ნეიმარის ტრანსფერიდან შემოსული თანხის ნახევარიც დაახარჯოს.
ნეიმარის შემცვლელად ალისთან ერთად პაულო დიბალას, უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს მოისაზრებენ.
ბეილს დარჩენა გადააწყვეტინეს
პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი, გარეტ ბეილი მომავალ სეზონშიც “რეალის” მაისურით ითამაშებს.
როგორც ცნობილი ხდება, ფლორენტინო პერესს მისი შენარჩუნება მინიმუმ 2018 წლამდე სურს, სანამ მის შეცვლას კილიან მბაპე შეძლებს.
ლემარისთვის ოთხი გრანდი იბრძვის
The Mirror-ს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალთან” ერთად ტომას ლემარის ტრანსფერისთვის “ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” ხელმძღვანელები იბრძვიან.
როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეებმა” სამი ოფიციალური წინადაადებით მიმართეს “მონაკოს”, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონები მის გაყიდვას 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებ თანხად არ აპირებენ.
ვასკესი “რეალს” დატოვებს, თუ…
მადრიდის “რეალის” შემტევი, ლუკას ვასკესი, რომელმაც გასულ სეზონში კარგი თამაშით მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა, მზადაა, საჭიროების შემთხვევაში “რეალი” დატოვოს.
Don Balon-ის ცნობით, ვასკესი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს უმიზნებს და თუ “რეალი” კილიან მბაპეს დაიმატებს, მზადაა სათამაშო პრაქტიკისთვის სხვა კლუბშიც გადავიდეს.
დემბელემ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა
დორტმუნდის “ბორუსიას” გარემარბმა, უსმან დემბელემ, რომელსაც “ბარსელონაში” ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებენ, პრესასთან ესპანრი კლუბის ინტერესზე ისაუბრა.
“ბარსელონა” უდიდესი კლუბია და მსოფლიოს ყველა ფეხბურთელს სურს ისეთ კლუბში თამაში, როგორიც “ბარსელონაა”, აცხადებს დემბელე Gol-თან საუბრისას.
“ძალიან მსიამოვნებს, ჩემი ტრანსფერით “ბარსელონას” მსგავსი კლუბი რომ არის დაინტერესებული, ისიც კი სასიამოვნოა, რომ მათ სიაში ვარ. უნდა დავიცადო და ვნახო, რა მოხდება,” – დაამატა მან.