დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (6 აგვისტო)

თარიღი: აგვისტო 6, 2016

safasfas

ფერნანდო ლორენტე “სუონსის” ფეხბურთელია

“სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა “სევილიას” აწ უკვე ყოფილი შემტევის, ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

31 წლის ფორვარდმა “გედებთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ცნობილი გახდა ისიც, რომ ლორენტე 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. რაც შეეხება ტრანსფერის ფინანსურ საკითხს, კლუბები არ ასახელებენ, თუ რა დაჯდა ეს ტრანსფერი.

“ლივერპულს” ედეგორის შეძენა სურს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ლივერპულმა” მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი შეიძინოს.

ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, იურგენ კლოპს 17 წლის შემტევი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ ედეგორი 2014 წელს “ლივერპულში” ვარჯიშობდა.

ნიკოლოზ გელაშვილმა “დინამო” დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკოლოზ გელაშვილმა თბილისის “დინამო” დატოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერიდიც ადასტურებს. ცნობილია, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი.

ვერმაელენი “რომაში”?

“რომას” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი ადასტურებს, რომ მისი კლუბი კატალონიის “ბარსელონასთან” ტომას ვერმაელენის გადაბირების მიზნით მოლაპარაკებებს მართავს.

“ვერმაელენს დიდი გამოცდილება აქვს. მას ჩვენი გუნდის გაძლიერება ნამდვილად შეუძლია”, – ციტირებს სპალეტის სიტყვებს Goal.Com-ი.

გამეირომ “ბარსელონას” უარი უთხრა

“ატლეტიკოს” ახალწვეულმა, კევინ გამეირომ განაცხადა, რომ მან კატალონიის “ბარსელონა” უარით გაისტუმრა.

“ბარსელონაში” თამაშის საშუალება მხოლოდ რამდენიმე წუთით მექნებოდა. ამრიგად, “ბარსელონაში” წასვლას, “სევილიაში” დარჩენა მერჩივნა. დღეს “ატლეტიკოს” ფეხბურთელი ვარ, რაც ძალიან მიხარია”, – თქვა ფრანგმა თავდამსხმელმა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე რეიდი მოსკოვის “ლოკომოტივთან” მატჩში (ვიდეო)

11 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შინაპატიმრობაში მყოფი რონალდინიო წვეულებებს აწყობს

პარაგვაის ერთ-ერთ სატუმროში, შინაპატიმრობაში მყოფი რონალდინიო წვეულებებს აწყობს, სადაც მოდელებს პატიჟებს. როგორც იცით, ლეგენდარული ბრაზილიელი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არც ერთი ჩვენგანი არ დაგივიწყებს არასდროს!” – დავითაშვილმა და კვარაცხელ

ყაზანის “რუბინის” ქართველმა ფეხბურთელებმა – ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი სპეციალური ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 აგვისტო

“ჩელსი” და “ბარსა” ტალიაფიკოს ტრანსფერისთვის იბრძვიან ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები კატალონიის “ბარსელონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სამოყვარულო ლიგაში მსაჯი სცემა (ვიდეო)

რუსეთის სამოყვარულო ლიგის მატჩში 39 წლის რომან შიროკოვმა მსაჯი სცემა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამოს” ყოფილ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის “დინამოს” ყოფილ ფეხბურთელს, უკრაინელ დმიტრო ივანისენიას კორონავირუსი დაუდასტურდა. უკრაინული “ზორიას” ოფიციალური ინფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მექსიკურმა კლუბმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გამოაცხადა

მექსიკურმა საფეხბურთო კლუბმა “ტლასკალამ” სოციალურ ქსელში საკუთარ მიკრობლოგზე კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გამოაცხადა. ეს ინფორმაცია, რა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება ჯანო ანანიძის ხელფასი “როტორში”?

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძე “როტორის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. 27 წლის ქართველი ნახევარმცველ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სელტიკის” ფეხბურთელის საქციელის გამო შოტლანდიის ჩემპიონატი შეჩერების პირასაა

გლაზგოს “სელტიკის” მარცხენაფლანგელმა მცველმა ბოლი ბოლინგოლი-მბომბომ კარანტინის წესი დაარღვია, რის გამოც შესაძლოა, შოტლანდიის ჩემპიონატი შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

პროკურატურა ვიდეო-რეკონსტრუციას ავრცელებს შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დაუმძიმა განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით, რაც 13-დან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოლომონ კვერკველია “ლოკომოტივს” ტოვებს, რუსეთს – არა

რუსული ჟურნალ-გაზეთები აქტიურად იწერებიან, რომ მოსკოვის “ლოკომოტივს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველი ცენტრალური მცველი, სოლომონ კვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერმა” ევროპის ლიგაზე რეკორდი დაამყარა

უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” ლევერკუზენის “ბაიერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. იტალიური კლუბი ევრო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარელას ლამაზი გოლი “ლევერკუზენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Inter 1-0 Bayer Leverkusen (Barella) with a stunning finish with the outside of […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანჩინი: “პირლოს გაუმართლა. მე კარიერა “ფიორენტინაში” დავიწყე და არა 

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ტურინის “იუვენტუსის” თავკაცის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ კომენტარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 აგვისტო

“რეალი” დიბალას სანაცვლოდ კროოსს ან ისკოს შეელევა მადრიდის “რეალის” ახალ სატრანსფერო სამიზნეს ტურინის “იუვენტუსის”...
წაკითხვა