დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 7 ივნისი
ჯონ ტერი “ბორნმუთში”?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ყოფილი კაპიტანი, ჯონ ტერი “ბორნმუთში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
როგორც ირკვევა, “ბორნმუთი” ვეტერან მცველს კვირაში 100 000 ფუნტ სტერლინგს თავაზობს.
“ლივერპული” ხამესში 52 მილიონს იხდის
Don Balon-ის ცნობით, “ლივერპული” მზადაა, მადრიდის “რეალს” ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 52 მილიონ ფუნტ სტერლინგი შეთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.
კაპელო: “პეპე “პარი სენ-ჟერმენში” ითამაშებს”
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ გადანაცხადა, რომ პეპეს “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა გადაწყვეტილია.
“პეპე 100 პროცენტით “პარი სენ-ჟერმენში” ითამაშებს. ის პარიზელთა ხელმძღვანელობას კარდიფში შეხვდა”, – უთხრა კაპელომ Sky Sport Italia-ს.
უმტიტი: “ვიცი, რომ “ბარსელონა” დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს”
“ბარსელონას” მცველი, სამუელ უმტიტი აღიარებს, რომ კატალონიური კლუბი დორტმუნდის “ბორუსიას” გარემარბის, უსმან დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს.
“ვიცი, რომ “ბარსელონა” მისი გადაბირებით არის დაინტერესებული.
მაგრამ, შეთანხმების მისაღწევად საკმაოდ ბევრი საქმის მოგვარებაა საჭირო. მას “ბარსელონასთვის” ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, მისი შესაძლებლობები გამორჩეულია. მას დიდი სიამოვნებით მივიღებთ აქ.
ჯერ მასთან არ მისაუბრია, ველოდები, როდის გახდება ეს ინფორმაცია ოფიციალური,” – აცხადებს უმტიტი.
რიკარდო როდრიგესი მილანში ჩავიდა
“ვოლფსბურგის” მარცხენა მცველი, რიკარდო როდრიგესი 6 ივნისს მილანში ჩაფრინდა. შვეიცარიელი ფეხბურთელი “როსონერისთან” კონტრაქტს უახლოეს ხანებში გააფორმებს.
“ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიჩენცო მონტელასთან ჯერ არ მისაუბრია”, – უთხრა მილანში ჩასულმა როდრიგესმა ჟურნალისტებს.