დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (8 აგვისტო)
ლუკას კლოსტერმანი “არსენალში”?
Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ლონდონის “არსენალმა” “ლაიფციგის” მცველი, ლუკას კლოსტერმანი დაიმატოს. ცნობისთვის, 20 წლის გერმანელი ფეხბურთელი ამჟამად რიოს ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფება.
ვიტსელმა “იუვენტუსი” აირჩია
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ზენიტის” ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა “ევერტონსა” და “ლივერპულს” უარი უთხრა და დიდი ალბათობით, მალე ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს, ტურინიელებს კი ვიტსელი სწორედ მათ შესაცვლელად სჭირდებათ.
შესაძლოა, ბალოტელი “კიევოში” ვიხილოთ
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი “კიევოს” წინადადებას განიხილავს. 25 წლის ფეხბურთელს “ბეშიქთაში”, “აიაქსი” და “ნაპოლიც” ეპატიჟებოდნენ.
ოფიციალურად: “ინტერმა” რობერტო მანჩინი დაითხოვა
ილანური “ინტერის” შტაბში ადასტურებენ იფნორმაციას, რომლის თანახმადაც, რობერტო მანჩინი დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბმა სერია ა-ს დაწყებამდე ორი კვირით ადრე მიიღო.
“ინტერის” ჩინელი ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც იტალიური გრანდი ლონდონის “ტოტენჰემთან” უმოწყალოდ განადგურდა (6-1).