დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 9 ივლისი
მურიელი “სევილიაში” ითამაშებს
“სევილიამ” “სამპდორიას” 26 წლის თავდამსხმელი, ლუის მურიელი 20 მილიონად შეიძინა. კოლუმბიელი ფეხბურთელი “სევილიას” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მან კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“მილანი” ობამეიანგში” 60 მილიონს იხდის
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” დორტმუნდის “ბორუსიასთვის” პიერ-ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ასევე, “როსონერი” თავდამსხმელისათვის წელიწადში 8 მილიონ ევროს გადაუხდის, რითაც ის სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
დანი ალვეში “პარი სენ-ჟერმენში”?
LE10Sport-ის ცნობით, დიდი შანსია იმისა, რომ დანი ალვეშმა “მანჩესტერ სიტის” “პარი სენ-ჟერმენი” არჩიოს. როგორც იცით, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი თავისუფალი აგენტია და ის ამჟამად წინადადებებს განიხილავს.
რუნი “ევერტონის” ბაზაზე შენიშნეს
როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი უეინ რუნი მშობლიურ კლუბში ბრუნდება. 31 წლის ინგლისელი ფეხბურთელი სპორტულ კომპლექ “ფინჩ ფართან” შენიშნეს, სადაც “ევერტონის” ბაზა მდებარეობს. “დეილი მეილის” ცნობით, რუნი იქ სამედიცინო შემოწმების გასავლელად მივიდა.
არაბიძე: “შახტარს” დავტოვებ, მაგრამ რუსეთში არ წავალ”
19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ანგარიშით, 0:2 წააგო. მატჩის შემდეგ Fanebi.Com-თან გიორგი არაბიძებ თავის მომავალზე ისაუბრა.
“შახტარს” დიდი ალბათობით დავტოვებ. ეს თითქმის გადაწყვეტილია. ვერ გეტყვით, რომელი კლუბი იქნება ჩემი მომავალი გაჩერება. თუმცა, ის ზუსტად ვიცი, რომ რუსეთის ჩემპიონატში არ გადავალ!” – განაცხადა არაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ გუნდში 2015 წელს გადავიდა.