დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 9 ივლისი

თარიღი: ივლისი 10, 2019

1.2 მილიონი კვირაში

El Chringuito-ს ცნობით, ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა გარეტ ბეილს კვირაში ხელფასის სახით 1.2 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ჯერ-ჯერობით ამ კლუბის სახელი უცნობია.

როგორც იცით, ბეილის “რეალიდან” წასვლის შესახებ პრესაში ხშირად იწერება, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას უელსელი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

პაკეტა “მილანის” დატოვებას არ გეგმავს

“მილანის” ნახევარმცველი, ლუკას პაკეტა პსჟ-სთან დაკავშირებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის “როსონერის” დაატოვებას არ გეგმავს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა Goal.Com-ს დაუდასტურა, რომ ამ ზაფხულში “მილანს” არ დატოვებს.

ჩიჩარიტო “ფიორენტინაში”?

“ვესტ ჰემის” თავდამსხმელი, ხავიერ ერნანდესი, შესაძლოა, სერია A-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესს “ფიორენტინა” გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ ჩიჩარიტოს სხვადასხვა დროს “მანჩესტერ იუნაიტედში”, “რეალში” და “ლევერკუზენში” უთამაშია.

ნაინგოლანი ჩინურ კლუბებს სურთ

რამდენიმე ჩინურ კლუბს “ინტერის” ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის შეძენა სურს, საუბარია “შანხაი შენგუასა” და “დალიანზე”. იტალიური მედიის ცნობით, კლუბები უახლოეს ხანებში ფეხბურთელს შეთავაზებას გაუგზავნიან.

ლეონარდომ ნეიმართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ განაცხადა, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ რომელიმე კლუბიდან ყველასათვის მისაღები შემოთავაზება იქნება.

“თუ ყველასათვის მისაღები შემოთავაზება იქნება, ნეიმარს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვება შეეძლება. თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, არ ვიცით, ვის სურს მისი შეძენა ან რა თანხას იხდიან მასში. მსგავსი საკითხები, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ წყდება.

ყველასათვის ნათელია, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება სურს, მაგრამ ეს ფეხბურთია, დღეს ერთ რამეს ამბობ, ხვალ – სხვას. საოცრებაა, მაგრამ ასეა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ერთი რა უნდა გვახსოვდეს: მას ჩვენთან კონტრაქტის ამოწურვამდე სამი წელი აქვს დარჩენილი და სანამ შემოთავაზებას არ მივიღებთ, მის ტრანსფერზე ვერ ვიფიქრებთ. პსჟ იმედს ამყარებს იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც გუნდში დარჩენა და რაღაც დიდის აშენება სურთ”, – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Goal.Com.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის შეძენა “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” სურთ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რუნი: “ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანი შეაქო. ნორვეგიელმა შემტევმა ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

არ გამოუვიდა არველაძეს, გამოუვა კომპანის? მიქაუტაძე ინგლისში

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიაქაუტაძეთი “ბარნლის” მთავარი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი არის დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” დიდი შეცდომა – რეალურად რამდენს მიიღებენ აზაროვში?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” 20 წლის მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას და მამარდას გუნდები ძალიან სუსტდებიან

“ნაპოლი” სერია A-ს დაწყების შემდეგ საკმაოდ დასუსტდა და გუნდი ლიდერებმა დატოვეს. ლორენცო ინსინიე “ტორონტოში” წავიდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურიკო დავითაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ “ლორიენში” გააგრძელებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარი სარდლიშვილი: “ჯაბა კანკავა სტადიონიდან გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ&#

სოციალურ ქსელში მარი სარდლიშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს. სარდლიშვილი შვილთან ერთად “ოლიმპიაკოსი” – “სლოვანის” მატჩს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამოში” ცვლილებებია – რა ხდება გუნდში?

თბილისის “დინამოში”, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის გაყიდვა დაანონსა, გარკვეული ცვლილებები მოხდა. “დინამოდან”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ლევანდოვსკი წარადგინა

33 წლის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონას” ფეხბურთელად ოფიციალურად წარადგინეს. ფეხბურთელი “ბლაუგრანას” ღირს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანს” ჩემპიონობის გამეორება სურს

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კლუბის საზაფხულო სატრანსფერო საქმიანობა შეაფასა და 2022-2023 წლების სეზონის მიზანზეც [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვე ბრუნდება! გიორგის ძალიან მაგარი მატჩი “ოლიმპიაკოსთან” (ვიდეო)

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების “სლოვანი” “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და შეხვედრა 1-1 დასრულდა. ერთ-ერთი გამორჩ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია პირველივე ტურში ქართველს დაუპირისპირდება?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული “ვოლფსბერგერის” ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის სანაცვლოდ იტალიურმა “ვერონამ” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან გოცირიძე: “აზაროვის “სერბეთში” 300 ათას ევროდ გაყიდვა არის სირცხვი

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარლამენტის მოქმედმა წევრმა რომან გოცირიძემ ირაკლი აზაროვის სერბეთში გადასვლაზე დაწერა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აზაროვი თვეში 20 ათას ევროს მიიღებს – კონტრაქტის სრული დეტალები

ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას სერბულ “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. აზაროვი გუნდთან 4-წლიან კონტრა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია: “როცა აქ ჩამოვედი, ტაქსის მძღოლმა მაშინვე მიცნო”

ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ “ჟირონასთან” პენალტი გაიტანა და ძალიან მაგრად ითამაშა. ქართველმა იტალიელი ფანების განსაკუთრებული სიყვარული [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი: “კვარაცხელია ძვრება ისეთი სიტუაციებიდან, საიდანაც გამოსვლას არავინ მოელის&#

“ნაპოლისა” და “ჟირონას” შორის გამართული ამხანაგური მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. შეხვედრის მე-80 წუთზე ...
წაკითხვა