დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 9 ივნისი
“მანჩესტერ სიტი” კლაუდიო ბრავოს ყიდის
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული გეგმების მიხედვით, “ქალაქელებისა” და კლაუდიო ბრავოს გზები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა გაიყოს.
მართალია, პეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ გააჩნია სიმპატიები 34 წლის ჩილელი მეკარის მიმართ, 35-მილიონიანი ედერსონ მორაეშის ტრანსფერი “ბენფიკადან” ბრავოს ტრანსფერს თითქმის გარდაუვალს ხდის.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, კლაუდიო ბრავოს გადაბირების მთავარი კანდიდატი ფრანგული “ლილია”, რომელსაც სათავეში მარსელო ბიელსა უდგას.
Daily Mail-ის ცნობით, ფრანგები მზად არიან, ჩილელი მეკარე არენდის წესითაც ინათხოვრონ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ უნაიტედი” დატოვა!
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ უნაიტედი” დატოვა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
35 წლის ფეხბურთელმა გასულ ზაფხულში “წითელ ეშმაკებთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ზლატანმა დიდი წვლილი შეიტანა მანჩესტერელთა მიერ მოგებულ ორ ტიტულში: ინგლისის ლიგის თასსა და ევროპის ლიგაში. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. შვედი ფორვარდის წარმატებული სეზონი მუხლის ტრავმამ შეწყვიტა.
კონტი თითქმის “მილანელია”
“ატალანტას” მარჯვენა მცველის, ანდრეა კონტის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა “მილანთან” შეთანხმებას მიაღწია.
“მილანის” წარმომადგენლებს გუშინ შევხვდი, ჩემს კლიენტს “როსონერიში” თამაში სურს, შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა ჯერი კლუბებზეა, “ატალატანტასა” და “მილანს” ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ”, – ამბობს მარიო გიუფრედი.
მორატა “იუნაიტედში” გადასვლას დათანხმდა
ბრიტანულ და ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, ალვარო მორატა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას დათანხმდა.
როგორც ირკვევა, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთელში 60 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.
კასილასი შესაძლოა, ლა ლიგაში დაბრუნდეს
მადრიდის “რეალის” ლეგენდა, იკერ კასილასი შესაძლოა, ესპანურ ლა ლიგას დაუბრუნდეს.
ესპანური გავლენიანი გამოცემის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანელი მეკარის მიმართ ინტერესს “სევილიას”, “ლას-პალმასის”, “რეალ სოსიედადისა” და “მალაგას” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.
თავად “პორტუს” ფეხბურთელს კი ძალიან სურს კარიერა ისეთ კლუბში გააგრძელოს, რომელიც მას ევროთასებზე თამაშის უფლებას მისცემს.
წყაროს ცნობით, ვეტერანი მეკარე წინადადებებს იტალიის, ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბებიდანაც განიხილავს.