დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები (28 აგვისტო)
ფაბრეგასი “სტემფორდ ბრიჯს” დატოვებს
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოთხშაბათს იხურება. The Sun-ის ცნობით, იმ დროისთვის ცესკ ფაბრეგასი უკვე ახალ კლუბში იქნება. როგორც ინგლისელები ამბობენ, კონტე პირადად შეხვდა ესპანელს და აუხსნა, რომ “არისტოკრატთა” რიგებში მისი ადგილი არ იყო.
შვაინშტაიგერი ამერიკისაკენ მიიწევს
“მანჩესტერ იუნაიტედის” გერმანელი ნახევარმცველი, რომელიც ჟოზე მოურინიომ აითვალწუნა, კარიერას MLS-ში გააგრძელებს. Sports Illustrated-ის ცნობით, ტრანსფერი 2017 წლის იანვარში განხორციელდება. “ბაიერნის” ექს-ფეხბურთელის გადაბირებით “ჩიკაგო ფაირია” დაინტერესებული.
ოფიციალურად: ჟოაო მარიო “ინტერის” ღირსებას დაიცავს
მილანურმა “ინტერმა” ჟოაო მარიო ოფიციალურად დაიმატა. იტალიურმა გრანდმა პორტუგალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაუხადა “სპორტინგს”. სავარაუდოდ, 23 წლის ნახევარმცველის დებიუტი “პალერმოსთან” მატჩში შედგება.
OFFICIAL: @joaome17 is an #Inter player! He'll be at the Meazza tonight https://t.co/TgBQA8lvrN #WelcomeJoaoMario pic.twitter.com/X4gtadyyk0
— F.C. Internazionale (@Inter_en) August 28, 2016
“პალასი” “ჩელსის” ფორვარდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები, რომლებმაც უკვე დახარჯეს 30 მილიონი ფუნტი გუნდის გასაძლიერებლად, კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ. საქმე ლონდონური “ჩელსის” თავდამსხმელს, ლოიკ რემის ეხება, რომლის ტრანსფერიც დიდი ალბათობით ოთხშაბათს გაოფიციალურდება.
ბრძოლა ჯო ჰარტის გადასაბირებლად ხურდება
იტალიურმა “მილანმა”, “ტორინომ” და დორტმუნდის “ბორუსიამ” უკვე გაუმხილეს “სიტის” ხელმძღვანელებს ჯო ჰარტის გადაბირების სურვილი. The Sunday Express-ის ცნობით, ინგლისელი კიპერის გადაბირებით მერსესაიდული “ევერტონიც” არის დაინტერესებული.
ძაძა სლავენ ბილიჩისთვის გაიტანს
ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ჩაქუჩებმა” “იუვენტუსის” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა ინათხოვრეს. ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ ძაძა ბილიჩის რიგით მე-11 შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
ZAZA: West Ham United have signed Simone Zaza on an initial season-long loan! ➡️ https://t.co/xYPIyDPUPF ⚒ pic.twitter.com/8c65COUX9q
— West Ham United (@WestHamUtd) August 28, 2016