დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 სექტემბერი
ბართომეუ: “მესი გაახანგძლივებს”
კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ განაცხადა, რომ ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტს გაახანგძლივებს.
“ყველაფერი შეთანხმებული, კონტრაქტიც მალე გაფორმდება”, – უთხრა ბართომეუმ Diario Sport-ს.
სუსო “მილანთან” გაახანგძლივებს
ესპანელი ფეხბურთელი, სუსო “მილანთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმადაც ის კლუბში 2022 წლის ივნისამდე დარჩება. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.
პეპე რეინა “მილანში”?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, პეპე რეინა “მილანში” ვიხილოთ. ესპანელი მეკარე მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, “როსონერი” რეინას წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.
“იუვენტუსს” ინიესტა და ჩანი სურს
Tuttosport-ის ცნობით, ტურინის “იუვენტუსს” ანდრეს ინიესტასა და ემრე ჩანის შეძენა სურს. ორივე ფეხბურთელს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი 2017-18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ეწურებათ, ტურინელები მათ გადაბირებას შეეცდებიან.