დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 სექტემბერი
სტერლინგი “არსენალში”?
ლონდონის “არსენალს” “მანჩესტერ სიტის” შემტევის, რაჰიმ სტერლინგის შეძენა სურს. არსენ ვენგერი 22 წლის ფეხბურთელს ალექსის სანჩესის შემცვლელად მოიაზრებს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” გრიზმანში 100 მილიონის გადახდას აპირებს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” 2018 წელს მადრიდის “ატლეტიკოს” ანტუან გრიზმანის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეთავაზებს. ცნობილია, რომ მანჩესტერელებს ფრანგი თავდამსხმელის შეძენა დიდი ხანია სურთ, მაგრამ ტრანსფერი ჯერ ვერ შედგა.
მოურინიო “იუნაიტედთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს
დიდი ალბათობით, ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. “ტელეგრაფის” ცნობით, კლუბსა და მწვრთნელს შორის ახალი ხელშეკრულება ნოემბერში გაფორმდება.
კოუტინიო უკამყოფილოა
Don Ballon-ის ცნობით, “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო მის გარშემო დატრიალებული ამბების გამო უკმაყოფილოა. ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბარსელონაში” გადასვლა სურდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ის მერსესაიდელთა რიგებში დარჩა.
“ატლეტიკო” კოშტასთვის ბრძოლას აგრძელებს
Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღანელები ლონდონში ჩავიდნენ, რათა “ჩელსისთან” დიეგო კოშტას თაობაზე ისაუბრონ.
“ატლეტიკოს” ზამთრამდე ფეხბურთელის შეძენის უფლება არ აქვს, თუმცა შესაძლოა, შეთანხმებას შემოდგომაზევე მიაღწიოს, ხოლო კოშტა ზამთარში გაიფორმოს.