WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (339127) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 30 აგვისტო

თარიღი: აგვისტო 30, 2017

კვირკველიას შეძენა ინგლისის პრემიერ ლიგის სამ კლუბს სურს

მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველის, სოლომონ კვირკველიას გადაბირებით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული: “ლესტერ სიტი”, “კრისტალ პალასი” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი”. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “სანი” ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, რუსული კლუბი კვირკველიას 18 მილიონ ფუნტად აფასებს, ინგლისური კლუბები კი მზად არიან ის უახლოეს 48 საათში გაიფორმონ.


ჩემბერლინმა “ჩელსის” უარი “ლივერპულის” გამო უთხრა

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის “არსენალმა” და “ჩელსიმ” ერთმანეთში ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლინის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს, თავად ფეხბურთელმა უარი განაცხადა კარიერის “სტემფორდ ბრიჯზე” გაგრძელებაზე.

BBC-ის ცნობით, ჩემბერლინს იურგენ კლოპის “ლივერპულში” სურს თამაში. თუ “წითლებთან” შეთანხმება არ შედგება, ფეხბურთელი მომავალ სეზონსაც “ემირეიტს სტედიუმზე” გაატარებს.


აგუერო წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს

Manchester Evening News-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი შემტევი, სერხიო აგუერო კლუბის გამოცვლაზე სერიოზულად დაფიქრდა.

როგორც ცნობილი ხდება, იმ შემთხვევაში, თუ სერხიო აგუერო კვლავ ვერ შეძლებს ძირითადში ადგილის დამკვიდრებას, ის ზაფხულს არ დაელოდება და “ეტიჰადს” ზამთარშივე დატოვებს.


“არსენალი” ლუკას ვასკესზე გადაერთო

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდის “რეალის” გარემარბის, ლუკას ვასკესის დამატებას აპირებენ. ამ ინფორმაციას Diario Gol ადასტურებს.

როგორც იცით, 26 წლის ვასკესის მიმართ, რომელსაც არც ისე დიდი სათამაშო დრო ეძლევა მადრიდში, ინტერესს “რომას”, “იუვენტუსისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელებიც იჩენენ.


კოშტა 41-მილიონიან ტრანსფერს უახლოვდება

Evening Standard-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი შემტევი, დიეგო კოშტა ძალიან ახლოსაა თავის ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან.

ბრიტანული წყაროს ცნობით, “როხიბლანკო” კოშტას სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა დიეგო “ვანდა მეტროპოლიტანოზე” თამაშს 2018 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.


“პარი სენ-ჟერმენი” კრიხოვიაკს ინგლისურ კლუბში გაანათხოვრებს

The Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “პარი სენ-ჟერმენის” კუთვნილებაში მყოფი დაცვითი ტიპის ნახევარმცველი, გრეგორჟ კრიხოვიაკი არენდის წესით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” იქნება განათხოვრებული.

როგორც იცით, ფრანგულ გრანდში გადასვლამდე პოლონელი ფეხბურთელის გადაბირებისთვის რამდენიმე დიდი ევროპული კლუბიც იბრძოდა, თუმცა კრიხოვიაკმა მასში გადახდილი 30 მილიონის გამართლება ვერ მოახერხა და ახლა პარიზსაც ტოვებს.

მართალია, ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ ინგლისური ჟურნალისტების ცნობით, მხარეები შეთანხმებას უახლოეს საათებში მიაღწევენ.

გეტყვით იმასაც, რომ ტონი პულისი გუნდში კრიხოვიაკთან ერთად “არსენალში” მოთამაშე კირან გიბსის მიყვანასაც გეგმავს, რომლის სანაცვლოდაც “მეთოფეები” 7 მილიონ ფუნტს ითხოვენ.




მსგავსი სიახლეები