დი მარია მანჩესტერელ ფანებზე: “თავიდანვე ვიცოდი, რაც მოხდებოდა”
“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩის შემდეგ მანჩესტერელ გულშემატკივრებზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, პარიზელებმა “იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” 2:0 დაამარცხეს. მატჩის მიმდინარეობისას, ადგილობრივი გულშემატკივრები ანხელ დი მარიას უსტვენდნენ, ერთ-ერთმა კი მას ლუდის ბოთლიც ესროლა. მათ ვალში არც არგენტინელი დარჩენია, რომელმაც კიმპემბეს გოლის შემდეგ ტრიბუნების მისამართით შეურაცმყოფელი სიტყვები თქვა. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ის ორივე გოლის ეპიზოდში საგოლე პასი სწორედ დი მარიამ გააკეთა.
“პირველივე წუთიდან რთული სიტუაცია იყო, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რაც მოხდებოდა. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, “მანჩესტერ იუნაიტედში” ცუდად არავისთან მისაუბრია. ერთადერთი, ვისთანაც პრობლემები მქონდა, მწვრთნელი ლუის ვან გაალი იყო”, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს ESPN.