დი მარია: “მესისთან ერთად თამაშით სიამოვნებას ვიღებ”
არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ლეო მესის შესახებ ისაუბრა. ორივე ფეხბურთელი ამჟამად ჩილეში იმყოფებიან, სადაც კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავენ. ტურნირის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრები კოლუმბიას შეხვდებს.
“მესისთან ერთად თამაში ძალიან მიხარია. ის საუკეთესო ფეხბურთელია. სასიამოვნოა, რომ მე მისი მეგობარი მქვია. მესისთან გატარებული დრო ჩემთვის შეუფასებელია” – განაცხადა დი მარიამ.